logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ გაფართოებული საწარმო გახსნა
დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ გაფართოებული საწარმო გახსნა
13:06 26.01.2018
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო გახსნა. შპს „ოცნებამ,“ რომელიც მხოლოდ სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტირებითა და რეალიზაციით იყო დაკავებული, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით საკუთარი ხისა და ლითონის კარის საწარმო ააშენა და პროდუქციას უშვებს ქართული ბრენდით „მეგა­დორსი“. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 42 ადამიანი. წარმადობის ზრდასთან ერთად კომპანია წლის ბოლომდე დამატებით 20 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

პირველ ვიცე-პრემიერს მეგზურობა საწარმოს მფლობელმა რაულ გაბაიძემ გაუწია. დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა ხისა და ლითონის კარის დამამზადებელი საამქროები, აგრეთვე გაეცნო კომპანიის მზა პროდუქციას. აღინიშნა, რომ ამჟამად კომპანია თანამშრომლობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ წარმოებაში ხარისხის საერთაშორისო ISO სტანდარტის დასანერგად.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმო აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მანქანა-დანადგარებით. აღსანიშნავია, რომ კომპანია ამ სეგმენტში ლიდერია და მის მიერ წარმოებული პროდუქციით ადგილობრივი ბაზარი სტაბილურად მარაგდება. საწარმოში ამ ეტაპზე სერიულად იწარმოება 100-ზე მეტი სახეობის მაღალი ხარისხის ხის და ლითონის კარი, ასევე მიიღება ინდივიდულური შეკვეთებიც. მიმდინარე პერიოდისათვის საწარმოს წარმადობა შეადგენს თვეში 2000 კარს, თუმცა უახლოეს პერიოდში წარმოების მოცულობა გაიზრდება ორჯერ, რაც კომპანიას მისცემს შესაძლებლობას პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

საწარმოს გახსნას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ნასარიძე.

საწარმო „მეგადორსი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სარგებლობს როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული კომპონენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, ხოლო საწარმოს ასაშენებლად კომპანიას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 5 184 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. სააგენტოს “აწარმოე საქართელოში“ ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 424 000 ლარს შეადგენს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა