logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მიერ ხაზების გაფართოებისთვის საბანკო გარანტიის წარმოდგენის ბოლო ვადად 2018 წლის 5 თებერვალი განისაზღვრა
ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მიერ ხაზების გაფართოებისთვის საბანკო გარანტიის წარმოდგენის ბოლო ვადად 2018 წლის 5 თებერვალი განისაზღვრა
16:41 25.01.2018
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის სრულყოფილად ჩატარებისა და ავტომფლობელებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით ქვეყანაში მიმდინარეობს არსებული აკრედიტაციის მქონე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების აღჭურვა-გადაიარაღებისა და ახალი ხაზების დამატების პროცესი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, ქვეყანაში ამჟამად არსებულ ცენტრებს მიეცათ შესაძლებლობა, მათი სურვილისამებრ, დაამატონ ტესტირების ახალი ხაზები სახელმწიფოს წინაშე აღებული გარკვეული ვალდებულებებით, კერძოდ:
იმ აკრედიტებულმა კომპანიებმა, რომლებსაც 2017 წლის 11 დეკემბრამდე აქვთ განხორციელებული ანგარიშსწორება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის შეძენის მიზნით (აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით), ასევე 2017 წლის 11 დეკემბრამდე მოპოვებული აქვთ საკუთრების ან სარგებლობის უფლება შესაბამის შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე, ან მიღებული აქვთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მშენებლობის ნებართვა ან უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი აქვთ განაცხადი აღნიშნული ნებართვის მოპოვების მიზნით, 2018 წლის 5 თებერვლამდე უნდა წარმოადგინონ უპირობო და გამოუხმობი საბანკო/სადაზღვევო გარანტია - თითოეული ხაზისთვის 100 000 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვრიდან საქართველოში დაიწყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და 2019 წლის ბოლომდე საქართველოში რეგისტრირებულ მთლიან ავტოპარკს დაფარავს.

რეფორმის სრულყოფილად და წარმატებით განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტესტირების ცენტრების შექმნა მთელი საქართველოს მასშტაბით. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მოთხოვნები, რომლებიც შვეიცარიული საკონსულტაციო კომპანია SGS-ის რეკომენდაციით არის მომზადებული, 2017 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ხოლო შესაბამისი რეგლამენტები 2017 წლის 1 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა