დეპუტატ გოჩა ენუქიძის შეფასებით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველო
წელს განსაკუთრებით კარგად იყო მომზადებული.
მისივე თქმით, დავოსის ფორუმში წარმატებული მონაწილეობა, მომდევნო 1-3 წლის განმავლობაში კონკრეტულ შედეგებს მოუტანს ქვეყანას.
"პრემიერ-მინისტრმა და ჩვენი ქვეყნის დელეგაციამ წარმატებით შეძლო პარტნიორებისთვის მთავარი გზავნილების გადაცემა, რომ საქართველო მზად არის მეტი ეკონომიკისთვის; საქართველოს უკვე აქვს პოზიტიური დღის წესრიგი.
დიდწილად სწორედ იმან, რაც საქართველოს ეკონომიკაში 2017 წელს მოხდა, განაპირობა დავოსის ფორუმზე ჩვენი ქვეყნის ასეთი სტატუსი. 4.7%-იანი ეკონომიკური ზრდა, ექსპორტის 29%-იანი გაუმჯობესება, საგადასახადო და ადმინისტრაციული რეფორმები, ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურიზმის მაჩვენებლები - ეს უკვე არის შეუქცევადი განვითარების სიგნალი მსოფლიო ეკონომიკისთვის.
დავოსის ფორუმში წარმატებული მონაწილეობა, მომდევნო 1-3 წლის განმავლობაში კონკრეტულ შედეგებს მოუტანს ქვეყანას. ეს დადებითად აისახება ოჯახების შემოსავლებზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე", - განაცხადა დეპუტატმა.

















