logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი: ყველა, ვისაც ჩვენ შევხვდით, განიხილავს საქართველოს, როგორც რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ძალიან სწორ ადგილს
პრემიერი: ყველა, ვისაც ჩვენ შევხვდით, განიხილავს საქართველოს, როგორც რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ძალიან სწორ ადგილს
14:32 24.01.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსის ეკონომიკური ფორუმი და დელეგაციის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, შთაბეჭდილება, რომელიც აბსოლუტურად ყველას დარჩა იმ კომენტარებიდან, რომლებიც გაჟღერდა, არის ის, რომ საქართველო განვითარების ძალიან სწორ გზას ადგას.

„მინდა, შევაჯამო დავოსში ჩვენი დელეგაციის მუშაობის შედეგი. ვფიქრობ, ძალიან წარმატებული და პროდუქტიული ვიზიტი ჩავატარეთ. გვქონდა ძალიან კონკრეტული შეხვედრები, რომლებიც კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც გამოიხატა, არის ის, რომ ყველა კომპანიის წარმომადგენელი, ინვესტორი, ვისაც ჩვენ შევხვდით, განიხილავს საქართველოს, როგორც ჩვენს რეგიონში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ძალიან სწორ ადგილს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ პრაქტიკულად ვიწყებთ იმ შეთანხმებების რეალიზებას, რომლებსაც მივაღწიეთ ევროკავშირთან, ჩინეთთან და ა.შ.
ჩვენ გვქონდა კონკრეტული შეხვედრები, იყო რამდენიმე მსხვილი ინდური კომპანია. მაგალითად, შემიძლია დავასახელო მსოფლიო მასშტაბის კომპანია wipro, რომელიც განიხილავს საქართველოში წარმომადგენლობის გაკეთებას, რათა სერვისები შესთავაზოს საქართველოდან სხვა ქვეყნებს. ასევე, იყო ამერიკული მსხვილი კომპანია hillwood-ი, რომელიც არის ლოგისტიკის სფეროში ძალიან მსხვილი მოთამაშე და საქართველოს რეგიონული წარმომადგენლობისთვის სწორ ქვეყანად განიხილავს.
ასევე იყო პოლიტიკური შეხვედრები. რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან. ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში რეგიონულ პროექტებზე, ასევე - საქართველოს ენერგოკავშირში გაწევრიანების შემდეგ ჩვენს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე. შევხვდით პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი მომავალ პროექტებზე. საინტერესო შეხვედრა შედგა ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრთან.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანელზე, სადაც სიტყვით გამოვედი, აბსოლუტურად ყველა მონაწილემ აღნიშნა საქართველოში არსებული პროგრესი და ამ პროგრესის მნიშვნელობა, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი რეგიონისთვის, რომელშიც ვიმყოფებით.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ, დავოსში ჩამოსვლამდე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა და საქართველო იწყებს მომზადებას, დაახლოებით 2030 წლის პერსპექტივისთვის, რათა მოვამზადოთ ქვეყანაში ყველაფერი, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები საქართველოში ჩავატაროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს ასევე მოიტანს უამრავ ახალ ინვესტიციას, ახალ სამუშაო ადგილებს და საქართველოს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საერთაშორისო მასშტაბით.

შთაბეჭდილება, რომელიც აბსოლუტურად ყველას დარჩა იმ კომენტარებიდან, რომლებიც მოვისმინეთ, არის ის, რომ საქართველო განვითარების ძალიან სწორ გზას ადგას”-განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა