logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი იწყება
სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი იწყება
13:43 24.01.2018
საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ევროკავშირის მხარდაჭერით, 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი იწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ ევროკავშირის ENPARD-ის III ფაზის ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი პროექტის განხორციელების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

„დღეს ხელი მოვაწერეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის განხორციელების შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერების და სასოფლო მეურნეობების ხელშეწყობას და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სოფლად არსებული შინამეურნეობების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მომსახურებისა და წარმოების გაუმჯობესება, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდა ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად აამაღლებს. სწორედ ეს არის ახალი, 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის მიზანი, რომელიც, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) III ფაზის ფარგლებში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს FAO-ს მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებასა და „სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის“ განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის საპილოტე ღონისძიება - ფერმერების, ფერმერული კოოპერატივების, მეწარმეებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გათვალისწინებულია საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები, ასევე, ინდივიდუალური გრანტები, რაც მათ კონკურენტუნარიანობას აამაღლებს.

2013 წელს, ENPARD-ის პირველი ფაზის დაწყებიდან დღემდე, FAO-მ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო განვითარების მხარდასაჭერად რამდენიმე პროექტი განახორციელა. FAO-ENPARD-ის პირველი ორი პროექტი ითვალისწინებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების გაწევას და სამინისტროს პერსონალის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას. გარდა ამისა, FAO-მ „სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის“ ცალკეული კომპონენტების იმპლემენტაციაზე იზრუნა, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია, ექსტენციის სერვისების ხელმისაწვდომობა, სტატისტიკური/ანალიტიკური შესაძლებლობები, ღირებულებათა ჯაჭვის და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარება. ENPARD III-ის ფარგლებში დაწყებული ახალი პროექტი პირველ ორ ეტაპზე FAO- ს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგებს დაეფუძნება.

„ENPARD-ის I და II ფაზების ფარგლებში, FAO-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაზე იმუშავა, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ENPARD III-ის ფარგლებშიც გაგრძელდება. ახალი პროექტით FAO საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ქართველ ფერმერებს და მწარმოებლებს უფრო ინტენსიურად გაუზიარებს, რათა მათ ჰქონდეთ უკეთესი წვდომა კარგ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებზე, თანამედროვე ცოდნაზე და ტექნოლოგიებზე“, - განაცხადა რაიმუნდ იელემ, FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში.

პროექტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალს ევროკავშირის (EU) დელეგაციის ატაშე, პროგრამის მენეჯერი კრისტინა კასელა დაესწრო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა დაეხმაროს საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

„FAO-სა და სამინისტროს მიერ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება პირველია, რომელიც ENPARD-ის პროგრამის III ფაზის ფარგლებში გაფორმდა. პროგრამის მესამე ეტაპის დაწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ოფიციალურად გასული წლის დეკემბერში გამოაცხადეს. 2013 წელს, ENPARD-ის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირი საქართველოს ძლიერ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას უწევს. პროგრამის ფარგლებში შემუშავდა ახალი საწარმოო მოდელები და სტიმული მიეცა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე სერვისების განვითარებას. ჩვენი შეფასებით, ENPARD-ის პროგრამით საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა, ამა თუ იმ ფორმით, ისარგებლა. ახლახანს დაწყებული მესამე ფაზის ფარგლებში, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მთავრობის მხარდაჭერას, რათა ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას", - განაცხადა კრისტინა კასელამ.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზები მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში.

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა