logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
საქართველოდან ცხოველთა დაკლული ტან-ხორცის ექსპორტი 7-ჯერ გაიზარდა
საქართველოდან ცხოველთა დაკლული ტან-ხორცის ექსპორტი 7-ჯერ გაიზარდა
11:04 24.01.2018
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს ცხოველების უფასო ვაქცინაციას სხვადასხვა ინფექციური დაავადების საწინააღმდეგოდ.

2017 წელს ვაქცინირებულია:

თურქულზე - 2 693 938 წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი

ჯილეხზე -1 075 832 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი და კენტჩლიქიანი ცხოველი

ცოფზე - 298 734 შინაური ბინადარი ცხოველი (ძაღლი და კატა)

ცხვრისა და თხის ყვავილზე - 814 246 წვრილფეხა პირუტყვი

წვრილფეხა პირუტყვის ჭირზე - 323 742 წვრილფეხა პირუტყვი

ნოდულარულ დერმატიტზე - 286 219 მსხვილფეხა პირუტყვი

ბრუცელოზზე - 234 158 მსხვილფეხა პირუტყვი

ყირიმ - კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 7 381 სული მსხვილფეხა პირუტყვი და 1 414 ცხოველის სადგომი.

პარალელურად მიმდინარეობს ბრუცელოზის, თურქულის, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის და ცოფის სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა).

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყნის კეთილსაიმედოობისთვის ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები. 2017 წელს კახეთის რეგიონში სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თელავის მუნიციპალიტეტებში ცხოველთა გადასარეკ ტრასაზე აშენდა და ამოქმედდა 3 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი (ბიოუსაფრთხოების პუნქტი). მათი ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით სულ ფუნქციონირებს 5 პუნქტი (2 ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში), სადაც ხორციელდება ვეტერინარული ზედამხედველობა ცხოველების გადარეკვაზე და პარაზიტების საწინააღმდეგოდ მათი უფასო დამუშავება. 2017 წელს დამუშავდა 6 844 მსხვილფეხა და 368 755 წვრილფეხა პირუტყვი.

2017 წელს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში იდენტიფიცირებულია: 311 758 სული მსხვილფეხა და 95 957 წვრილფეხა პირუტყვი.

მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია: 432 305 მსხვილფეხა, 109 333 წვრილფეხა პირუტყვი და 62 845 სადგომი.

ცხოველთა პასპორტიზაციის პროგრამის ფარგლებში, 236 348 ბრუცელოზზე აცრილ მსხვილფეხა საქონელზე გაიცა შესაბამისი პასპორტი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული ვეტერინარული ღონისძიებების შედეგად 2017 წელს ექსპორტირებულია 361 711 ცხვრის დაკლული ტანხორცი, რაც წინა წლის მაჩვენებელს (50 709) 7-ჯერ აღემატება.

„2017 წელსაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა მნიშვნელოვანი ვეტერინარული ღონისძიებები, მათ შორის პროფილაქტიკური ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ, ასევე ნიმუშების აღება და მათი ლაბორატორიული კვლევა.

შედეგად ქვეყანაში შენარჩუნდა სტაბილური ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა, კერძოდ, მნიშვნელოვნად არის შემცირებული სხვადასხვა ზოონზური დაავადებების გამოვლინების მაჩვენებელი ცხოველებში და, შესაბამისად, ადამიანებშიც.

სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე, კერძოდ, 2-ჯერ არის გაზრდილი ცხვრის ექსპორტი. მათ შორის, მნიშვნელოვნად მოიმატა დაკლული ტან-ხორცის ექსპორტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილზე შეიქმნა დამატებითი ღირებულება და მეტი შემოსავალი მიიღო ქვეყანამ“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ავალიანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა