logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოსთვის ნორვეგიის სამეფომ ენერგეტიკის დარგში 4 მილიონი დოლარის საგრანტო პროგრამა დაამტკიცა
საქართველოსთვის ნორვეგიის სამეფომ ენერგეტიკის დარგში 4 მილიონი დოლარის საგრანტო პროგრამა დაამტკიცა
18:11 23.01.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მორთენ ჯონსინმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ უფროსმა თამარ ბაგრატიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ადამიანური რესურსებისა მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხეილ ზიბზიბაძემ ინსტიტუციონალური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში ნორვეგიის სამეფო საქართველოს დახმარებას გაუწევს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობის, ნორმატიული ბაზის შემუშავებას და კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით. ამ მიზნით, ნორვეგიამ გამოყო 4 მილიონი დოლარის ღირებულების გრანტი, რომელსაც საქართველო შემდეგი 4 წლის განმავლობაში მიიღებს.

„ნორვეგიასთან ენერგეტიკის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. აღსანიშნავია მსხვილი ნორვეგიული ინვესტიციები საქართველოს ჰიდროპოტენციალის განვითარებაში. ნორვეგიული ინვესტიციებით ხორციელდება საქართველოში უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტები - „აჭარისწყლისჰესი“ და „ნამახვანიჰესი“. ამ პროექტებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში. მოხარული ვარ, რომ ენერგოსექტორში არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და განვითარება აქტიურად დგას ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგში. ნორვეგიის სამეფოს ფინანსური მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება გვეხმარება წარმატებით შევასრულოთ ჩვენს წინაშე არსებული ამოცანები ევროკავშირის ენერგეტიკულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე“ - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

აღნიშნული გრანტით, ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰეიმის ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გაივლიან სამაგისტრო პროგრამას ჰიდროინჟინერიაში. პირველი სტუდენტები ნორვეგიაში უკვე მიმდინარე წელს გაემგზავრებიან.

„გარდა ამისა, ხუთი მოკლევადიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ჩატარდება საქართველოს რამდენიმე საჯარო უწყების თანამშრომლებისთვის, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით მუშაობენ. ეს უწყებებია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.

ნორვეგიული მხარე ასევე დაგვეხმარება საქართველოში ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური მონაცემების მართვის სისტემის ჩამოყალიბების პროცესსა და წყლის რესურსების მენეჯმენტის მოდელირებაში.

გრანტი ასევე ითვალისწინებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, როგორიცაა ელექტროენერგიის ბაზრის განვითარების გზამკვლევის შემუშავება და საქართველოს ენერგოსისტემის ინტეგრაციის ხელშეწყობა თურქეთის ენერგობაზართან“-განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა