logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ ხელს შევუწყობთ ტურიზმში ინოვაციური იდეების გენერირებას
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ ხელს შევუწყობთ ტურიზმში ინოვაციური იდეების გენერირებას
17:41 23.01.2018
მასპინძლობის ინდუსტრიის ინოვაციების ფორუმის საქართველოში ჩატარება მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ ქვეყნის შიგნით გავმართოთ მსგავსი კონკურსი და ხელი შევუწყოთ ახალი იდეების გენერირებას, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დანიურ ორგანიზაციასთან „The Creative Business Cup Foundation“-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, რომელიც საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმის გამართვას ითვალისწინებს.

მომერანდუმს ხელი ასევე მოაწერეს „The Creative Business Cup Foundation“-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რასმუს თშერინგმა და „Creative Business Cup Georgia”-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა გელა სულმა. ღონისძიება საქართველოს ტექნოპარკში გაიმართა და მას ქართველი სტუდენტები და სტარტაპერები დაესწრნენ.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „The Creative Business Cup Foundation“-ი ინოვაციურ იდეებს მსოფლიოს მასშტაბით აგროვებს და მათი გადარჩევისა და შესწავლის შემდეგ, გამარჯვებულს გამოავლენს, რასაც შემდგომში მნიშვნელოვანი კომერციალიზაცია მოყვება. „დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ინოვაციური იდეების გადარჩევა მსოფლიოს მასშტაბით და შემდგომში უკვე ფინალის ჩატარება მოხდება საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მიმართულებით. მით უფრო, ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ზოგადად ტურიზმის მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რას მისცემს ეს ჩვენს ქვეყანას? პირველ რიგში, მისცემს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდება იმ ყველაზე საინტერესო იდეების და ინოვაციური იდეების განხილვა, რომელიც სტუმარმასპინძლობის ბიზნესში დაგენერირდება მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით, რაც რა თქმა უნდა, იქნება უფრო მეტი ეფექტიანობისა და მიმზიდველობის მატარებელი ამ მიმართულებით, ვიდრე ჩვეულებრივი მომსახურება.
მეორე მხრივ, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის შიგნით უკვე გავმართოთ კონკურსები და რა თქმა უნდა, ხელი შევუწყოთ ახალი იდეების გენერაციას. ჯამურად ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას მისცემს უფრო დახვეწილ, უფრო უკეთეს მომსახურებებს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ტურისტებს შევთავაზოთ,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დანიური ორგანიზაცია ინოვაციების კონკურსსა და ინვესტორთა ფორუმს 2012 წლიდან ახორციელებს. თავდაპირველად ღონისძიებაში 17 ქვეყანა მონაწილეობდა, დღეს კი მათი რიცხვი 60-ს აჭარბებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა