logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება
საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება
17:38 23.01.2018
საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება, - ამას ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელიც 23 იანვარს საქართველოს ტექნოპარკში გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, „The Creative Business Cup Foundation“- ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რასმუს თშერინგმა და და „Creative Business Cup Georgia”-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა გელა სულმა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, მემორანდუმის თანახმად, 2018 წლის ოქტომბერში საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების კონკურსის დასკვნითი ეტაპი და ინვესტორთა ფორუმი ჩატარდება. კონკურსი, რომელსაც დანიური „The Creative Business Cup Foundation“-ი 2012 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად გამოავლენს სხვადასხვა სფეროში გამარჯვებულ მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებს. მიმდინარე წელს პირველად გადაწყდა, რომ კონკურსი ერთ კონკრეტულ სექტორში - მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიაში ინოვაციური სტარტაპების გამოსავლენად ჩატარებულიყო, ფინალური ეტაპის გამართვის ადგილად კი საქართველო, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება შეირჩა.

მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოს ტექნოპარკში, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და სტარტაპერების წინაშე გაიმართა. მოკლე მისალმებაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა მასპინძლობის ინდუსტრიაში, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყანაში შემოსავლების გენერირებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით, ინოვაციური პროექტების განხორციელებას. მან მაგალითად მოიყვანა რამდენიმე ტექნოლოგიური სტარტაპი, რომლებმაც მასპინძლობის ინდუსტრიაში დიდი ცვლილება განახორციელეს. „ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ქართულ სტარტაპებს დიდი პოტენციალი გააჩნიათ არამარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ტექნოპარკში ასევე მოისმინეს ქართველი სტარტაპერის გუჯა ნარიმანიშვილის პრეზენტაცია მისი და მისი მეგობრების სტარტაპის მობილური ტურისტული აპლიკაციის „Travel guide“ შესახებ. გარდა ამისა, ღონისძიების ყველა მონაწილეს შეეძლო, გაცნობოდა ქართული კომპანიის “VREX Immersive”-ის მიერ შექმნილ ინოვაციურ პროტოტიპს. აღნიშნული მოწყობილობა პოტენციურ ტურისტს შესაძლებლობას ჯერ ვირტუალურად იხილოს მისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება და შემდეგ ისე იყიდოს ტურისტული პაკეტი. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მალე მსგავსი ვირტუალური რეალობის მოწყობილობები საქართველოს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში განთავსდება.

ღონისძიებას საქართველოს ტექნოპარკში დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი გიორგი ზვიადაძე და ბიზნესმენი საბა კიკნაძე.

აღსანიშნავია, რომ “CB Foundation”-ი ყოველწლიურად ნოემბერში მართავს კრეატიული სტარტაპების დიდ საერთაშორისო ღონისძიებას „Creative Business Cup“, რომელშიც 65-ზე მეტი ქვეყნის სტარტაპი, წამყვანი საერთაშორისო კომპანიები და ინვესტორები მონაწილეობენ.

მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, გაიმართება მასტერკლასები, სწავლებები (ბუტკემპი), პროექტთა კონკურსი და საინვესტიციო ჩვენებები. ფორუმზე მოწვეულ ადგილობრივ და საერთაშორის ბიზნესს საშუალება მიეცემა, დააფინანსოს საინტერესო პროექტები და მოახდინოს მისი საერთაშორისო იმპელემენტაცია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა