ტექნოპარკში დღეს ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც შეეხება 2018 წლის ოქტომბერში
საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას.
ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ფორმდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომპანია „სიბისი“-სა („კრეატივ ბიზნეს კაპ ჯორჯია“) და დანიურ ორგანიზაცია „CB Foundation“-ს შორის.
მემორანდუმზე ხელმოწერას დაესწრებიან სტუდენტები და სტარტაპების წარმომადგენლები, რომლებთანაც პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრას გამართავს.
ცერემონია 14:00 საათზე დაიწყება.

















