საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
მებაჟე ოფიცრების მიერ, 1260 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.
არადეკლარირებული სიგარეტის უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა 21 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტოობილო“. სომხეთის მოქალაქეს ი.მ-ს კუთვნილი ავტომანქანის საშუალებით, 10800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

















