logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„საპარტნიორო ფონდს“ძიანსის პროვინციის წამყვანი კომპანიების დელეგაცია ეწვია
„საპარტნიორო ფონდს“ძიანსის პროვინციის წამყვანი კომპანიების დელეგაცია ეწვია
12:56 22.01.2018
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის საქმიანი წრეების დელეგაცია მიიღო.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ძიანსის პროვინციის სატყეო დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იენ განძუნი, ქ. განჭოუს სატყეო დეპარტამენტის დირექტორი სუე იოუჩანი, სატყეო დეპარტამენტის ოფისის ხელმძღვანელი ლი ძუნი, საერთშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლი უ ციანი, Feishang Forestry Produce Co., Ltd. -ს თავმდჯდომარე ჭან გუოლინი, Tonggu Huahui Industry Co., Ltd.-სა და Feishang Forestry Produce Co., Ltd. -ს თავმდჯდომარე სიე იოუხუნი და Tuantuanyuan Furniture Co., Ltd.-ს თავმჯდომარე ლუო ხაილუნი. ფონდში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა ესწრებოდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხლეს. ჩინურმა მხარემ „საპარტნიორო ფონდისა“ და საქართველოს სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის მიზანებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ჩინური მხარე საქართველოს სხვადასხვა ინდუსტრიაში ინვესტირებას გეგმავს. დელეგაციის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სექტორით ინტერესდებიან. კერძოდ, სწრაფად განახლებადი ტყეების პლანტაციების გაშენებით, ხე-ტყის გადამუშავებითა და ავეჯის წარმოებით. ჩინელი ინვესტორები ხის გადამამუშავებელი ქარხნების საქართველოში გადმოტანას და ქვეყანაში დამზადებლი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას გეგმავენ. შეხვედრაზე მხარეებმა ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ძიანსის პროვინციის სატყეო დეპარტამენტი ხელს უწყობს ეროვნული და რეგიონული სატყეო სამეურნეო ეკოლოგიური პროექტების შექმნას და დანერგვას, კომერციული ხასიათის ტყეების მართვას. ასევე, სამკურნალო თუ დასასვენებელი ტყე-პარკების კვლევას, მათთან დაკავშირბეულ სწავლებებსა და განვითარებას. დეპარტამენტი აღნიშნულ რეგიონში სატყეო მეურნეობის განვითარების სტრატეგიის გრძელვადიანი განვითარების გეგმას ქმნის, უზრუვნელყოფს ხე-ტყის გაშენებას, ნერგების შეწამვლას, გამწვანებასთან დაკავშრიებულ საქმიანობებს. ზედამხედველობს მწვანე საფარის, ხეების, ბუჩქების, ეკოსისტემის მდგრადობას.

დელეგაციის წევრების განცხადებით საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყაა.

„თქვენი ქვეყანა პატარაა, მაგრამ უდიდესი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია. საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით, გეოპოლიტიკურ რუკაზე უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ამასთან, ქვეყანას თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები აქვს მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკისა და მსხვილი ბაზრების მქონე ქვეყნებთან. საქართველოს როლს ზრდის ქვეყანაში არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმები“- განაცხადა ძიანსის პროვინციის გუბერნატორმა ლიუ ციმ.

„საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ფაზაში გადადის. საუკუნის პროექტ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ღრმავდება და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ამ პროექტში კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ურთიერთობას. ჩინეთ-საქართველოოს შორის მჭიდრო და საკმაოდ პერსპექტიული კავშირი ყალიბდება და ეს ერთობლივ საინვესტიციო პროექტებშიც აისახება.

„საპარტნიორო ფონდი“ მზად არის საინტერესო, ქვეყნისთვის სასიკეთო საინვესტიციო წინადადებები განიხილოს“- განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის სატყეო დეპარტამენტის შესახებ:

სატყეო დეპარტამენტი შეიქმნა 1854 წელს. დეპარტამენტი განსაზღვრავს მთავარ საქმოქმედო პრინციპებს, კანონებსა და რეგულაციებს, იკვლევს პროვინციის ეკოლოგიურ გარემოს, ბუნებრივ წიაღისეულსა და რესურსებს, უზრუნვეყოფს გარემოს დაცვას და მწვანე საფართან დაკავშრებულ პოლიტიკებსა თუ სრტატეგიებს, ორგანიზებას უწევს პროვინციის სატყეო კანონმდებლობისა და ზედამხედველობისთან დაკავშირებული რეგულაციების განხორციელებას. ზედამხედველობს ტყის საფარისა და ნერგების დავაადებების პრევენციას, მავნებლებისგან დაცვას, ხელმძღვანელობს საკარანტინო სამუშაოების ჩატარებას. ხელმძღვანელობს სატყეო და სანერგე მეურნეობებს, ტყე-პარკებს და დაცულ ტერიტორებს, ამავდროულად სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული სტრუქტურების შექმნასა და მმართველობას. ახორციელებს სატყეო წიაღისეულის, რესურსების დაცვას, კვლევას, დაკვირვებას და სტატისტიკურ აღრიცხვას. განსაზღვრავს სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სატყეო აქტივების განკარგვასა და ფუნქციონირებას.

Jiangxi Feishang Forest Products Co., Ltd-ის შესახებ:

Jiangxi Feishang Forest Products Co., Ltd შეიქმნა კორპორაცია FEISHANG-ის მიერ 2010 წელს, საწესდებო კაპიტალი 131 მილიონი იუენის ოდენობით. კომპანია წარმოადგენს სატყეო ინტეგრირებულ წარმოებას, რომელიც აწარმოებს, იკვლევს და ავითარებს სატყეო მეურნეობის სხვადასხვა ღრმა გადამამუშავებელი პროდუქციას, ფისისა (კოლოფონი) და ტურპენტინის გადამუშავებით წარმოებულ პროდუქციას. ძიანსის პროვინციაში წარმოადგენს უმსხვილეს ფიჭვის ფისოვანი ნედლეულის გადამამუშავებელ ქიმიურ მრეწველობას. კომპანია ფლობს 14 ძირითად პატენტს შესაბამის სფეროში, პროდუქცია აკმაყოფილებს ISO9001 ხარისხის სტანდარტის სერთიფიკატს. ჭარბტენიან ნიადაგზე მოყვანილმა ფიჭვის ფისისგან წარმოებულმა პროდუქციამ „ჩინეთის მე-19 სატყეო მეურნეობის პროდუქციის გამოფენაზე“ დაიმსახურა ოქროს მედალი. Jiangxi Feishang Forest Products Co., Ltd ორი შვილობი კომპანია კი „ეროვნული უახლესი მაღალტექნოლოგიური წარმოებების“ რიცხვშია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა