logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახლადარჩეულ გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახლადარჩეულ გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა
16:42 20.01.2018
ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ოფისში ახლადარჩეულ გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.
შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიულოცა ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს ესოდენ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩევა და წარმატებები უსურვა. მან ასევე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს თანამშრომლობას გაეროს მსოფლიო ტურისტულ ორგანიზაციასთან და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ აღნიშნული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება.
შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა გასულ წლებში გაეროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ აქტივობებზე საქართველოში, მათ შორის, ღვინის ტურიზმისა და მთის კურორტების განვითარების კონფერენციებზე. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახდა, დიდი სტიმულია ახალი პროექტებისთვის, რომელსაც საქართველო ამ ორგანიზაციასთან ერთად განავითარებს.
ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივნის რანგში მუშაობას ოფიციალურადუკვე შეუდგა. მისი პრიორიტეტები იქნება უსაფრთხოება, ტურისტულ ინდუსტრიაში ინვესტიციების მოზიდვა და ტურიზმისგანვითარების მიზნით ქვეყნებისა და კურორტებისთვის ინდივიდუალური რეკომენდაციების გაცემა. ასევე განსაკუთრებულიყურადღება გამახვილდება ინოვაციებსა და მოგზაურობის ონლაინ-ბაზარზე.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესპანეთის სამეფოში ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მან მან მადრიდის ტურისტულ გამოფენაში "FITUR 2018" საქართველოს ტურისტული პავილიონი დაათვალიერა. აღნიშნული გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა