logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკონომიკის სამინისტროში სავაჭრო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკის სამინისტროში სავაჭრო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
09:47 19.01.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში შექმნილი სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაფართოებული ფორმატით გაიმართა, რომელსაც ღვინისა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა კვლევებზე თურქეთში ღვინისა და ასევე უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტისას არსებული არასატარიფო ბარიერების შესახებ. კვლევები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და USAID (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო) „მმართველობა განვითარებისთვის“ პროექტის მხარდაჭერით საკონსულტაციო კომპანიამ „TBSC კონსალტინგმა“ მოამზადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, კვლევებმა გამოკვეთა ის ბარიერები, რასაც ღვინისა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიები თურქეთის ბაზარზე აწყდებიან. მისი თქმით, დასკვნამ აჩვენა, რომ ღვინისა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელებისთვის თურქეთის ბაზარი რეალურად დიდი კონკურენციის მატარებელია. ამავე დროს, ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე შეზღუდულია მათი განთავსება და მოხმარება.

გენადი არველაძის განცხადებით, დასკვნამ ასევე აჩვენა, რომ თურქეთი ღვინოსა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელებისთვის არ არის მნიშვნელოვანი ბაზარი. შესაბამისად, ქართველ ექსპორტიორებს აღნიშნული კვლევა თურქეთში ექსპორტის განხორციელების დაგეგმვაში დაეხმარება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, თურქეთში მოხმარებული ღვინის 96 პროცენტი ადგილობრივი წარმოებისაა. შესაბამისად, ნაკლებია იმპორტირებული ღვინის მოხმარება. „კვლევამ ზუსტად ასახა ის ვითარება, რაც დღეს თურქეთის ბაზარზე არსებობს. ამიტომაც აღნიშნულ ბაზარზე დიდ ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი მეზობელი ქვეყანაა, სატრანსპორტო ხარჯები დაბალია და მარკეტინგული ღონისძიებებიც უფრო ადვილად შეიძლება განხორციელდეს, ჩვენ კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით გავაგრძელებთ ამ ქვეყანაში ღვინის ექსპორტს და ვიაქტიურებთ იმ ბაზრებზე, სადაც მეტია მოთხოვნა აღნიშნულ პროდუქციაზე,“ - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

„სამოქალაქო საზოგადოებები და ბიზნესასოციაციები ჩართულია ყველა იმ მიმართულებაში, რასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ექსპორტის კუთხით ახორციელებს. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ ყველა საკითხზე, რომელზეც გამოწვევა არსებობს. კეთდება კვლევები და შემდეგ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ხდება მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება“ – განაცხადა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, მისასალმებელია, როდესაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მნიშვნელოვან ინფორმაციას სავაჭრო რეჟიმების შესახებ კერძო სექტორსა და ბიზნესგაერთიანებებს უზიარებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კერძო სექტორთან მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა