logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
21:31 17.01.2018
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს ინფორმაცია მიაწოდა ჩინეთის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო გამოფენის „China International Import Expo“-ს შესახებ, რომელიც 5-10 ნოემბერს გაიმართება. საქართველო გამოფენაზე მიწვეულია, როგორც სტუმარი ქვეყანა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი.

1.5 მილიონი კვ. მეტრ ფართობზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში მომსახურების 5 და საქონლის 6 საგამოფენო ლოკაცია მოეწყობა, სადაც ქართველი ექსპორტიორებს ექნებათ შესაძლებლობა ჩინეთში დაინტერესებულ პირებს საკუთარი პროდუქცია და მომსახურება გააცნონ.
„ეს არის ჩინეთში იმპორტირებული საქონლის უდიდესი გამოფენა და მის შესახებ ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, განსაკუთრებით ამ საწყის ეტაპზე, რათა უკვე დაიწყონ მზადება გამოფენისთვის,“ - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, თავის მხრივ, გეგმავს ამ ინფორმაციის გავრცელებას როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონებში არსებული კომპანიებისთვის.

„როგორც იცით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ძალაში შევიდა ამ წლის პირველი იანვრიდან. ეს არის რეგიონში პირველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ქართველ მეწარმეებს აძლევს საშუალებას, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები. ამდენად, ქართული კომპანიების ორგანიზებული მონაწილეობა ასეთ გამოფენებში ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ჩიქოვანმა.

„ვფიქრობ, დაინტერესება გამოფენაში მონაწილეობის მხრივ იქნება საკმაოდ მაღალი. ჩვენ ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ უკვე ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებისგან, რის საფუძველზეც მოვახდენთ ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების ინფორმირებას და გამოფენაში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებული კომპანიების გამოვლენას,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა.

საქართველოს საექსპორტო პროდუქციას შორის ჩინეთში ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა ქართულ ღვინოს აქვს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, „ჩინეთის ბაზარი მევენახეობა-მეღვინეობისთვის მნიშვნელოვანია, წელსაც ძალიან დიდი ზრდა იყო ექსპორტის მიმართულებით და 2018 წელს, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა ძალაში, გაცილებით შთამბეჭდავ ზრდას ველოდებით“.
მისი თქმით, გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიები ძალიან აქტიურობენ, რომ რაც შეიძლება მეტ გამოფენაში მიიღონ მონაწილეობა და ზოგადად, უფრო კარგად წარმოაჩინონ ქართული ღვინო, მეღვინეობის დარგი და ქვეყანა.

„მსგავსი გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია. იმ კომპანიებისთვის, რომელთაც საკუთარი პროდუქციის ექსპორტის განხორციელების სურვილი აქვთ, ეს არის უნიკალური შანსი. ჩინეთი ძალიან დიდი ქვეყანაა. ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია პროდუქციის რეალიზების კუთხით და ვფიქრობ, ასეთი გამოფენები ხელს შეუწყობს სწორედ ბიზნესების განვითარებას, ასევე დამწყები ბიზნესისთვის იქნება მოტივაცია იმისთვის, რომ თავიანთი პროდუქტი გაიტანონ ქვეყნებს გარეთ და გააცნონ მსოფლიოს,“ - განაცხადა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

საქონლის 6 საგამოფენო სივრცე მოიცავს სპეციალურ დარბაზებს მაღალი წარმადობის ინტელექტუალური ტექნიკის, სამომხმარებლო ელექტრონიკისა და მოწყობილობების, ავტომობილების, ტანსაცმლის, აქსესუარებისა და სამომხმარებლო ნივთების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობებისა და სამედიცინო მომსახურების პროდუქტების გამოფენისათვის. მომსახურების 5 სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში კი შესაძლებელია ტურიზმის, განვითარებადი ტექნოლოგიების, კულტურისა და განათლების, შემოქმედებითი დიზაინისა და მომსახურების აუთსორსინგის წარმოდგენა.

საგამოფენო სივრცის დაჯავშნის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ივნისია.

გამოფენის ოფიციალური მასპინძლები არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტრო და ქ. შანხაის მუნიციპალიტეტის სახალხო მთავრობა. აღნიშნული გამოფენის მხარდაჭერები არიან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა