logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძემ თურქეთის ახალ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
მამუკა ბახტაძემ თურქეთის ახალ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
18:18 10.01.2018
საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
ფინანსთა მინისტრმა თურქ დიპლომატს მიულოცა საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და რეგიონულ პროექტებში პარტნიორობის მნიშვნელობას, საქართველოსა და თურქეთის, როგორც ტრანზიტული ფუნქციის განმახორციელებელი ქვეყნების როლის ამაღლებას რეგიონში. მხარეებმა, ასევე, განიხილეს საბაჟო სფეროში თანამშრომლობის, საბაჟო-გამშვები პუნქტების ეფექტური მართვის საკითხები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქნილი და თანამედროვე საბაჟო პროცედურების განვითარება ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, სატრანსპორტო და ტურისტული ნაკადების ზრდისთვის.

როგორც აღინიშნა, საბაჟო სფეროში აქტიურად თანამშრომლებენ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საბაჟო ადმინისტრაციები, რაც ხელს შეუწყობს ახალი რეგიონული ინიციატივების ჩამოყალიბებას, სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას თანამედროვე საბაჟო კონტროლის მექანიზმების დანერგვის გზით.

უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, გააცნო ის რეფორმები და ინიციატივები, რომელი დაგეგმილია ფინანსთა სამინისტროში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ციფრული საბაჟოს განვითარების მიმართულებაზე, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელებისთვის საბაჟოზე არსებული ყველა სერვისის მიწოდება შესაძლებელი გახდება ელექტრონულად, რაც როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნეს სექტორს მნიშვნელოვნად შეუმცირებს ბიზნესს საგადასახადო/საბაჟო ადმინისტრირების დანახარჯებს.

თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაციისთვის და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორი ქვეყანის ურთიერთანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა