logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფინანსთა მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა
14:43 08.01.2018
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის ელჩს იან კელის შეხვდა.
როგორც შეხვედრისას მინისტრმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან მნიშვნელოვანია, ის წარმატებები, რაც პოლიტიკურ სფეროში გვაქვს, ორმხრივ ეკონომიკურ განვითარებაზე ავსახოთ.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა უწევს საქართველოს, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: განათლება, კანონოს უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციური გაძლიერება, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა და სხვა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ აშშ-ის ელჩს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, 2017 წელს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მიღწეული შედეგი, 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა, ის რეფორმები და ინიციატივები, რომელიც დაგეგმილია ფინანსთა სამინისტროში, მათ შორისაა, დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობების დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვა, ციფრული საბაჟოს განვითარების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები.
„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომელიც გვქონდა 2017 წელს, გარდა ამისა, განვიხილეთ ის პრიორიტეტები, რომელიც ჩვენ ჩავდეთ 2018 წლის ბიუჯეტში, ასევე ვრცლად მიმოვიხილეთ ის რეფორმები, რომლის გატარებასაც მიმდინარე წელს ვგეგმავთ ფინანსთა სამინისტროში. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა და პროგრესი აქვს ორმხრივ ურთიერთობებში. ამერიკის შეერთებულ შტატები ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან მნიშვნელოვანია ის წარმატებები, რაც ჩვენ გვაქვს პოლიტიკურ სფეროში ავსახოთ ორმხრივ ეკონომიკურ განვითარებაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.


შეხვედრაზე განიხილეს პროგრამები, რომელიც ფინანსთა სამინისტროში შეერთებული შტატების ხაზინის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და მისი ერთ-ერთი პროექტის "მმართველობა განვითარებისთვის" დახმარებით ხორციელდება.
შეხვედრის დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერისთვის. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში ორ ქვეყანას შორის აქტიური თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.

„პირველ რიგში, შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს მივულოცე ამ თანამდებობაზე დანიშვნა. „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის პოსტზე მისი მუშაობის პერიოდში, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. ვიმედოვნებთ, რომ მასთან მომავალშიც გაგრძელდება პარტნიორობა. დღეს მომეცა შესაძლებლობა, მომესმინა ფინანსთა მინისტრის იდეები პრიორიტეტების, ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ ვისაუბრეთ დაგეგმილი რეფორმების, მათ შორის, საპენსიო და განათლების რეფორმების შესახებ, თუ რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა