თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა. მიმოსვლის შეფერხების მიზეზი
ძლიერი ნისლი იყო.
ამ მომენტისთვის გადადებულია მხოლოდ ერთი რეისი თელ-ავივის მიმართულებით.
როგორც აეროპორტის პრესსამსახურში განმარტავენ, გაუქმებული 10 რეისის აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად კომპანიები მიიღებენ.

















