ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რომანოვების ბილიკის მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია უტარდება.
ევროვნული პარკისთვის 20 000 ევრო „ტოიტა ევროპას“ ფონდმა გამოყო.
გრანტი პარკში ბილიკის რეაბილიტაციას მოხმარდება. რომანოვების ბილიკზე 11 ხიდი შეკეთდება და 9 საინფორმაციო დაფა დამონტაჟდება, რაც ვიზიტორთა უსაფრთხოებასა და კომფორტს შეუწყობს ხელს.
„ტოიოტა კავკასიის“ თანამშრომლები ხიდების აღდგენაში თავადაც მონაწილეობდნენ.

















