logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენის წესში ცვლილება შედის
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენის წესში ცვლილება შედის
19:09 05.01.2018
მიმდინარე წლის 5 იანვრიდან ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენის წესში ცვლილება შედის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აქამდე არსებული წესით, იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობის მოცულობა არ აღემატებოდა 3 მილიონ ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) დოლარს, ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში მონაწილეობდა წინა დღის გარიგებებიც. ამის გამო იყო იშვიათი შემთხვევები, როდესაც ოფიციალური და საბაზრო კურსი ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, რისი მიზეზიც კონკრეტულ სავაჭრო დღეს ბაზარზე დაბალი აქტივობა იყო. აღნიშული ცვლილებით ზემოთნახსენები ლიმიტი განახევრდება (1.5 მილიონ აშშ დოლარამდე), რის შედეგადაც ოფიციალური კურსი უფრო მეტად დაუახლოვდება საბაზროს.

შეგახსენებთ, რომ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ითვლება სამუშაო დღეებში, დღეში ერთხელ და წარმოადგენს წინა სავაჭრო დღეს, სავალუტო ბაზარზე, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების საშუალო შეწონილ კურსს, რომელიც ძირითადად გამოიყენება საბუღალტრო აღრიცხვისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისათვის, ასევე სხვადასხვა სახის ხელშეკრულებებში. უცხოური ვალუტის მიმდინარე საბაზრო კურსის შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა წყარო არსებობს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციითვე, ამისათვის ზოგჯერ მიმართავენ ბლუმბერგის ვებსაიტს, რომელზეც ქვეყნდება არა რეალურად შემდგარი გარიგებების კურსები, არამედ ამ სისტემის მომხმარებლების მიერ ვალუტის ყიდვის და გაყიდვის გამოცხადებული კურსების საშუალო მაჩვენებელი.
„ინტერნეტის ამ ბმულზე ნაჩვენები კურსით გარიგებები შესაძლოა საერთოდ არ დაიდოს. ლარის ოფიციალური კურსი კი ითვლება ფაქტობრივად შემდგარი გარიგებების საფუძველზე. კომპანია Bloomberg თავის ვებგვერდზე ანალოგიური პრინციპით სხვა ქვეყნების სავალუტო კურსებსაც აქვეყნებს.

უცხოური ვალუტის საბაზრო კურსზე ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ საიტებით, სადაც ვალუტის ყიდვის და გაყიდვის პერიოდულად განახლებადი კურსები ქვეყნდება“-აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა