პირველი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა
დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ენერგეტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, მადლობა გადაუხადა.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ოფისში სტუმრობისას განაცხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგიით გამართულ მომარაგებას და, რა თქმა უნდა, კახი კალაძეს, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ მიმართულებას“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა სახელმწიფო კომპანიაში ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი დაათვალიერა და კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, სამომავლო განვითარების ძირითად მიმართულებებს გაეცნო.
საქართველოს მთავრობის კანონში შესული ცვლილების შედეგად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაერთიანდა.

















