logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 დიმიტრი ქუმსიშვილი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქმიანობას გაეცნო
დიმიტრი ქუმსიშვილი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქმიანობას გაეცნო
12:27 29.12.2017
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ეწვია და კომპანიის საქმიანობას გაეცნო. დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ მისი მოადგილეები - რომეო მიქაუტაძე და გიორგი ჩიქოვანი.

პირველმა ვიცე პრემიერმა საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი დაათვალიერა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, პირველია კავკასიის რეგიონში და პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, რომელიც SCADA-ს სისტემით ხორციელდება.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ დიმიტრი ქუმსიშვილს წარუდგინა პრეზენტაცია კომპანიის, მისი საქმიანობის, განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანიაში ბოლო 5 წლის განმავლობაში 700 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, რომელმაც უზრუნველყო ქვეყნის ელექტრომომარაგებისა და მისი ენერგოსისტემის მდგრადობა, ამასთან, გაზარდა სატრანზიტო ფუნქციები.

შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანიის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია.

სსე უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურებას, ელექტროენერგიის გადაცემა ხდება ჰიდრო, თბო და ქარის ელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებამდე და პირდაპირ მომხმარებლებამდე. გადამცემი ქსელის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ექსპლუატაციის დეპარტამენტის 7 რეგიონული ფილიალი (თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, აჭარა-გურია-სამეგრელო, აფხაზეთი).

კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3350 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 90 ქვესადგურს, ხოლო გადამცემ ქსელს მართავს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, რომელიც მდებარეობს სსე-ს სათავო ოფისში, ბარათაშვილის ქ. 2. სადისპეტჩერო ცენტრში დამონტაჟებული, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი პირველია კავკასიის რეგიონში.

ენერგეტიკული სისტემის ოპერატიული მართვა ხორციელდება SCADA-ს სისტემით.

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც დისპეტჩერიზაციის ერთადერთი ლიცენზიანტი, პასუხისმგებელია ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებასა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებაზე.

ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში მიმდინარეობს 24-საათიანი უწყვეტი მორიგეობა - ცვლაში მორიგეობს სამი დისპეტჩერი, რომლებიც ახორციელებენ მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან ოპერატიულ მოლაპარაკებებს; ელექტროსადგურების, ქვესადგურების და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ოპერირებას ნორმალურ და ავარიულ სიტუაციებში; ელექტროსადგურებში სიმძლავრის ბალანსების კონტროლს და ექსპორტ იმპორტის გრაფიკების დაცვასა და მონიტორინგს.

,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ ყველა ელექტროგადამცემ ხაზს.

სსე-ს აქციების სრულ პაკეტს ფლობს სახელმწიფო საინვესტიცო ფონდი -,,საპარტნიორო ფონდი“, ხოლო ორგანიზაციის მართვის უფლება გადაცემული აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა