logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს მაღალი ნდობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მიმართ
მამუკა ბახტაძე: მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს მაღალი ნდობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მიმართ
10:05 29.12.2017
მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა და 2018 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრისას.
ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ რეფორმების მნიშვნელობაზე, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო გეგმავს 2018 წელს, ასევე, ხაზი გაუსვა როგორც ბიზნესის, ისე ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობას.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტებზე, რომელზეც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება 2018 წელს. როგორც იცით, თითქმის მილიარდი ლარითაა გაზრდილი 2018 წლის ბიუჯეტი, მომავალი წელი კიდევ უფრო დინამიური იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ამასთან ერთად, იზრდება გამოწვევებიც, ფართოვდება ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის სპექტრიც. შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურში იქნება სიახლეები. ასევე, მნიშვნელოვანი ამოცანაა, საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური ნდობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, თითოეული იმ რეფორმის მიმართ, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მუშაობა იყოს ობიექტური, სამართლიანი და ამავე დროს, პრინციპული კანონის უზენაესობის დაცვის, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, ლევან გამყრელიძის განცხადებით, 2018 წელს გაგრძელდება ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებები, ასევე, საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით თანამშრომელთა გადამზადების, გამოცდილების გაზიარებისა და ახალგაზრდა კადრების სტაჟირების პროგრამები.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის როლს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით და აღნიშნა, რომ მომავალ წელს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების კუთხით.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა