ჩინეთი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციების განცხორციელებით დაინტერესდა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია, სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რეგიონის ვიცე-თავმჯდომარის დაგანგ შის ხელმძღვანელობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის და სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ჩინური მხარე საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციის განხორციელებასაც გეგმავს.
ჩინეთის წარმომადგენლობითი დელეგაციის შემადგენლობაში ჩინეთის ელჩი საქართველოში ჩენ ჯიანფუ, სინძიან-უიღურეთის რეგიონის მთავრობის წევრები, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, ბიზნეს-სავაჭრო კომპანიების წარმომადგენლები შედიოდნენ.

















