logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თიბისი ბანკმა ახალი სათავო ოფისის და თბილისის ბიზნეს ცენტრის პროექტი წარადგინა
თიბისი ბანკმა ახალი სათავო ოფისის და თბილისის ბიზნეს ცენტრის პროექტი წარადგინა
13:52 28.12.2017
25 წელი საქართველოსთან ერთად - თიბისი ბანკმა საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა და 25 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და შედეგები გაუზიარა.
პრეზენტაციაზე ბანკის მენეჯმენტმა ახალი სათავო ოფისის პროექტის პრეზენტაცია გამართა. „თბილისის ბიზნესი ცენტრი“ - ასე ერქმევა კომპლექსს, რომელიც ლისის ტბასთან აშენდება და მასში გაერთიანდება თანამედროვე არქიტექტურის ელემენტები, ენერგო-ეფექტური და ინოვაციური ტექნოლოგიები და ეკოლოგიური გარემო. ეს იქნება საუკეთესო სივრცე თანამშრომლებისა და ბიზნესისთვის.
თიბისის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თბილისის ბიზნეს ცენტრი იქნება ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში შექმნილი ინფრასტრუქტურული პლატფორმა, რომელიც შექმნის მიმზიდველ სამუშაო გარემოს როგორც ინვესტორებისთვის, ისე დედაქალაქის მცხოვრებთათვის.
პროექტის ავტორი ჰოლანდიელი არქიტექტორი ფრანს ვან ვუურეა, რომელიც UN Studio-ს წარმოადგენს. შენობის დიზაინი შატილის კოშკების არქიტექტურის ინსპირაციით შეიქმნა, როგორც არქიტექტორი ამბობს, შატილის მსგავსად, სადაც არქიტექტურული ნაგებობები ჰარმონიულად აერთიანებდა ყველაფერს, რაც სოფელს სჭირდებოდა, ასეთია თბილისის ბიზნეს ცენტრის შექმნის იდეაც. ეს იქნება ადამიანებზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებულ გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ იმუშაონ და ამავდროულად დაისვენონ, იქნება ურთიერთობა სტუმრებსა და თანამშრომლებს შორის, შეიქმნება სპეციალური სივრცეები ბავშვებისთვის, გაიხსნება რესტორნები.
პროექტი მთლიანად ენერგოეფექტურია და გათვლილია 2000 ადამიანზე, ის მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. კომპლექსი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების აშენებას მწვანე ლანდშაფტში, სადაც ტერასულად გაშენდება მცენარეები, რაც ჯანსაღ ეკოსისტემას შექმნის.
კომპლექსში გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის მეტი ინტერაქცია, მათთვის კომფორტული, კრეატიული სამუშაო გარემოს შექმნა, სადაც ისინი მაქსიმალურად შეძლებენ შესაძლებლობების რეალიზაციას. ამავდროულად, საოფისე სივრცეები ისეა დაპროექტებული, რომ მაქსიმალური კომფორტი შეიქმნას სტუმრებისთვის. შესაძლებელი იქნება სივრცეების გამოყენება შეხვედრებისთვის, რათა მოხდეს მეტი კომუნიკაცია და საქმიანი კავშირების დამყარება ბიზნესებს შორის.
ფრანს ვან ვუურეს განცხადებით, მათ რამდენიმე წლიანი მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს, საფუძვლიანად გამოიკვლიეს ლოკაცია, ასევე, შეისწავლეს თიბისის, როგორც ბრენდის სტრატეგია და ღირებულებები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მომზადდა პროექტი, რომლის განხორციელებაში უკვე ესპანური კომპანია TYPSA ჩაერთვება. TYPSA მსოფლიოში ცნობილი სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა, მაგალითად, მათ მიერ არის აშენებული ქალაქ მადრიდში სანტანდერ ჯგუფის ახალი სათავო ოფისის კომპლექსი.
TYPSA-ს გლობალური დირექტორის ანტონიო კაპილა მატარედონას თქმით, თიბისი ბანკის ახალი ოფისის იდეა მთლიანად ეფუძნება ინოვაციურ და კრეატიულ ტექნოლოგიებს, ამავდროულად, ის არის გამჭვირვალე და ღია, ისეთი როგორიც უნდა იყოს საფინანსო სერვისების მომწოდებელი ორგანიზაცია 21-ე საუკუნეში.
პროექტის განხორციელება 2018 წლის აპრილიდან დაიწყება და 2021-ში დასრულდება. როგორც ანტონიო კაპილა მატარედონა ამბობს, თბილისის ბიზნეს ცენტრი სავიზიტო ბარათი გახდება თიბისი ჯგუფისთვის, რომელშიც გაერთიანდება ბრენდის ღირებულებები, მომავლის ხედვა და ფილოსოფია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა