logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მამუკა ბახტაძე: ჩვენ უნდა განვაგრძოთ გადამხდელებისთვის ახალი სერვისების დანერგვა და არსებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესება
მამუკა ბახტაძე: ჩვენ უნდა განვაგრძოთ გადამხდელებისთვის ახალი სერვისების დანერგვა და არსებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესება
16:58 26.12.2017
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დასავლეთ საქართველოში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ინფრასტრუქტურის, გაფორმების ეკონომიკური ზონებისა და მომსახურების სერვის-ცენტრების საქმიანობას პირადად გაეცნო.
მინისტრი იმყოფებოდა „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტისა და ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონაში, სადაც დეტალურად გაეცნო რამდენად ეფექტურად ხორციელდება ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვა, რამდენად კომფორტულია საბაჟო პროცედურები, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
ბათუმის სერვის-ცენტრსა და ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მამუკა ბახტაძე გაეცნო იმ ელექტრონულ სერვისებს, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სთავაზობს გადასახადის გადამხდელებს.
ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ციფრული საბაჟოს განვითარების მიმართულებით, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელებისთვის საბაჟოზე არსებული ყველა სერვისის მიწოდება შესაძლებელი გახდება ელექტრონულად, რაც როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნეს სექტორს მნიშვნელოვნად შეუმცირებს საგადასახადო/საბაჟო ადმინისტრირების დანახარჯებს.
„დღეს, გავეცანით მომსახურებას და იმ პროდუქტებს, რომლებიც მიმდინარე წელს შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს. გარდა ამისა, თანამშრომლებისგან მოვისმინეთ ინიციატივები, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი მომსახურება, ასევე, მათ გავაცანით ის რეფორმები, რომელსაც დავნერგავთ მომავალ წელს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ციფრული საბაჟოს იდეაზე. პოზიტიური ფაქტია, რომ ჩვენს სერვის-ცენტრებში მომსახურების რაოდენობა პროცენტულად იზრდება. ამის პარალელურად, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ახალი სერვისების დანერგვა და არსებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, 2018 წელს რეფორმების გარდა, იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხარისხობრივ ნაწილში, რათა არსებული პროცესები გახდეს უფრო თანამედროვე, მომსახურება ორიენტირებული იყოს მომხმარებლისთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე, დროისა და მატერიალური რესურსების მაქსიმალურად დაზოგვის მიზნით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა