logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფინანსთა სამინისტროში დეპოზიტების დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
ფინანსთა სამინისტროში დეპოზიტების დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10:33 26.12.2017
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც განიხილეს სააგენტოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიში, შემუშავებული ნორმატიული აქტები. საუბარი ასევე, შეეხო 2018 წელს დაგეგმილ ღონისძიებებსა და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მომავალ საინვესტიციო პოლიტიკას.
ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აღნიშნული სისტემის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია თითოეული მოქალაქე დეტალურად იყოს ინფორმირებული დეპოზიტების დაზღვევის სისტემის თაობაზე და გაიზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე.
„რამდენიმე თვის წინ ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ. 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმება აღნიშნული სისტემის ამოქმედება. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ითვალისწინებს 5 ათასი ლარის ფარგლებში, ყველა დეპოზიტის დაზღვევას. ეს არის დამატებითი და ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ფინანსური სტაბილურობის სისტემაში. მოგეხსენებათ, საქართველოს საფინანსო სისტემა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში გამოირჩევა მდგრადობით, შესაბამისად, ეს კიდევ ერთი დამატებითი ელემენტი იქნება იმისათვის, რომ დეპოზიტარმა უფრო დაცულად იგრძნოს თავი,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.
„ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური კომპონენტი როგორც მთლიანად ფინანსური სექტორის სტაბილურობის მიმართულებით, ისე ჩვენი მოქალაქეების ფინანსური სტაბილურობის დაცულობის კუთხით. 1-ლი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სრულ მზადყოფნაში იქნება იმისათვის, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ქვეყანაში ამოქმედდეს და იფუნქციონიროს წარმატებულად“, - განაცხადა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსმა, ოთარ ძიძიკაშვილმა.
დეპოზიტების დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2 დამოუკიდებელი წევრი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა