ტექნოპარკში დღეს, 16:00 საათზე, ბიზნესინკუბატორის დასკვნითი ღონისძიება დემოდღე გაიმართება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინვესტორების წინაშე 3 ნაკადის 8 საუკეთესო სტარტაპი წარდგება. პროექტის მონაწილე წარმატებული სტარტაპები საკუთარ პროგრესსა და საინვესტიციო წინადადებებს მოწვეულ ინვესტორებს წარუდგენენ. ეს ის გუნდები არიან, რომელთაც მზად აქვთ პროტოტიპი, ჰყავთ მომხმარებელი და აქვთ გლობალური განვითარების პოტენციალი.
დემოდღის მიზანია საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა პოტენციური ინვესტორების ჩართულობის გზით.

















