logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კობა გვენეტაძე: მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მიღწეული იყოს ეტაპობრივად
კობა გვენეტაძე: მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მიღწეული იყოს ეტაპობრივად
18:53 22.12.2017
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, 2018-2020 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ინფლაციის ოპტიმალური საშუალოვადიანი მაჩვენებელი 3%-ია. მნიშვნელოვანია ეს მაჩვენებელი მიღწეული იყოს ეტაპობრივად, საშუალოვადიან პერიოდში, რათა ერთდროულად შევინარჩუნოთ სტაბილური ფასებიც და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის გრძელვადიან და მდგრად ზრდას. სწორედ ამისათვისაა საჭირო ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი - მონეტარული პოლიტიკის ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მეთოდი.
გვენეტაძის განმარტებით, როდესაც ვამბობთ ინფლაციის თარგეთი არის 3 პროცენტი „ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას ნულიდან სამ პროცენტამდე, არამედ ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს საშუალოვადიან პერიოდში.“
პრეზიდენტის განცხადებით, გასათვალისწინებელია, რომ „ინფლაციის თარგე¬თირებისას, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი წარმოადგენს საშუალოვადიან ინდიკატორს. შესაბამისად, საქართველოსთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3 პროცენტი საშუალოვადიან პერიოდში; დაწყებული 2018 წლიდან. როდესაც ვამბობთ ინფლაციის თარგეთი არის 3 პროცენტი, ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას ნულიდან სამ პროცენტამდე, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს საშუალოვადიან პერიოდში. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია თითქმის ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან; ის ზოგჯერ იქნება მიზნობრივზე უფრო მაღალი, ზოგჯერ კი – მიზნობრივზე უფრო დაბალი. თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის იმოძრავებს სამიზნე მაჩვენებლის მიმართულებით და, ამდენად, საშუალოვადიან პერიოდში იქნება მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს“.
კობა გვენეტაძემ განმარტა, რომ მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედება ეკონომიკაზე დროითი ლაგით, ანუ გარკვეული დაყოვნებით აისახება, რაც, განვითარებულ ქვეყნებში არის 2-3 წელი, ხოლო საქართველოს მსგავს ქვეყნებში, 1-1.5 წელი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ინფლაციის არსებულ დინამიკასა და პროგნოზებზე. მან აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში მოსალოდნელი იყო ინფლაცია ყოფილიყო უფრო მაღალი ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელი, მაგრამ ეს გამოწვეული იყო ერთჯერადი ფაქტორებით და ამიტომ, საშუალოვადიანი პერიოდზე გათვლით, ამ ფაქტორის გამო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არასწორი ნაბიჯი იქნებოდა.
„წლიურმა ინფლაციამ ნოემბერში 6.9 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე წელს ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ დონეზე მაღლა ნარჩუნდება, თუმცა, ინფლაციის აღნიშნული დონე ეროვნული ბანკის მიერ უკვე პროგნოზირებულ რიცხვებს შეესაბამება და მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალ ინფლაციას ეგზოგენური ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, სამომხმარებლო ფასების ინფლაციის დროებითი ზრდის მიზეზებია - აქციზის გადასახადების მატება და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდა. აღნიშნული ფაქტორების გავლენა ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე 2017 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. არსებული პროგნოზით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 2018 წლის დასაწყისიდან, მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი რეაგირების შედეგად, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს წლის მეორე ნახევარში მიაღწევს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა