logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
18:01 22.12.2017
საქართველოსა და აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრმა, სამირ შარიფოვმა ბაქოში გამართული ორმხრივი შეხვედრისას.

მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხებზე. მხარეებმა ერთმანეთს მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმების თაობაზე.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა მოგების გადასახადის რეფორმის კუთხით, ასევე, დიდი იყო დაინტერესება სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმების, კერძოდ, საბაჟო სერვისების გამარტივების, დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით.

„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები. ჩვენს კოლეგებთან ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს ეკონომიკური რეფორმების შედეგად. განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ამავე დროს, მოვისმინეთ ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც გეგმავენ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები 2018-2019 წლებში. ისინი ძალიან დაინტერესდნენ იმ გამოცდილებით, რომელიც გვაქვს საბაჟო სერვისების მიმართულებით, ასევე იმ რეფორმებით, რომელიც დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების ავტომატური სისტემის შექმნას ეხება. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ორმხრივად სასარგებლო გახდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

„ძალიან კმაყოფილი ვართ დღევანდელი შეხვედრით. ეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი ვიზიტია ამ რანგში. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმ პარტნიორული ურთიერთობებისა, რომელიც დამყარებულია საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის. ეს, ასევე ადასტურებს თანამშრომლობის მაღალ დონეს საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობას შორის. ვიზიტის ფარგლებში, განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, გავცვალეთ ხედვები რეგიონში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ასევე, ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა მოხდეს გამოცდილების გაზიარება ორ სამინისტროს შორის. ჩვენთვის საინტერესოა საქართველოს გამოცდილების გაზიარება რეფორმების მიმართულებით. ასევე, ვფიქრობ, რომ ქართული მხარისთვისაც არსებობს საინტერესო სფეროები ამ მიმართულებით. დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რომელმაც მოგვიწოდა ხელი შევუწყოთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, - აღნიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა