საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის
ხელშეწყობის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით დღეს, 23 დეკემბერს, 12:00 საათიდან თბილისი მოლში კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება .
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებს აგროპროდუქციის მწარმოებელი 60-მდე კოოპერატივი. გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება თაფლი, ღვინო, ჩაი, ყველი, ხილი და ბოსტნეული.
დღეისათვის, საქართველოში სხვადასხვა დარგის 1500-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

















