logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტარებს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის  შედეგები გააცნო
დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტარებს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის შედეგები გააცნო
14:04 20.12.2017
პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის წევრებს მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროგრამების მხრივ არსებული მდგომარეობა გააცნო.
დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ინდუსტრიული და მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამების შესახებ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება როგორც ექსპორტის სტიმულირების, ისე მეწარმოების განვითარების მიმართულებით. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ დაფინანსებული ინდუსტრიული პროექტების რაოდენობა დღეს 254-ს შეადგენს. მათ შორის სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება არის 92, გაცემული სესხი - 393 მლნ. ლარი, ინვესტიციები - 687 მლნ ლარი. ამასთან, როგორც პირველმა ვიცე- პრემიერმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობამ 12 000-ზე მეტი ადამიანი შეადგინა.
რაც შეეხება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას, დიმიტრი ქუმსიშვილმა მასზე მუშაობის დაწყების პერიოდი გაიხსენა. „როდესაც ჩვენ ამ პროგრამაზე დავიწყეთ საუბარი, (ის „ბრიტიშ პეტროლიუმისგან“ ვისწავლეთ), მაშინ იყო ძალიან დიდი კითხვის ნიშნები, თუ რამდენად მოახერხებდა ერთი მოსახლე 5000 ლარად რაღაც ბიზნესის შექმნას. პირადად მე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან თანხის მოცულობა მცირეა, მაგრამ პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, დღეს მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას რეგიონებში 8000-ზე მეტი ბენეფიციარი ყავს, გადამზადებულია 14 000-ზე მეტი ადამიანი და შექმნილია შესაბამისი სამუშაო ადგილები. „თავად პროგრამის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს ასწავლის საბაზისო უნარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომში კი მას აძლევ იმ მინიმალურ თანხას და შესაძლებლობას, რომ ადგილზე განავითაროს ბიზნესი“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა