logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია
დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია
12:46 20.12.2017
ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2012 წლიდან, პრაქტიკულად გაორმაგებულია ის შემოსავლები, რომელსაც ტურიზმი აგენერირებს.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
„ტურიზმი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ტრადიციული სექტორი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა. 2012 წლიდან, პრაქტიკულად გაორმაგებულია ის შემოსავლები, რომელსაც ტურიზმი აგენერირებს“- განაცხადა ქუმსიშვილმა.

„წელს 11 თვეში ჩვენ 2 მილიარდ 564 მილიონი დოლარი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან, თუმცა, წლის ბოლომდე 2 მილიარდ 700 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს ველოდებით. ეს არის სერვისების ნაწილში აბსოლუტური პოზიტივი. საქართველომ 2017 წლის 11 თვეში 6 მილიონ 954 ათას საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა და ჩვენ გავალთ 7 მილიონ 250-300 ათას საერთაშორისო ვიზიტორზე “ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


მისი თქმით, მთავრობა მიყვება იმ სტრატეგიას, რომელიც მსოფლიო ბანკთან ერთად არის შემუშავებული ტურიზმის მიმართულებით. „ამ სტრატეგიის მიხედვით, დაგეგმილი გვაქვს, რომ ავიდეთ 11 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორზე და ამავდროულად, პრინციპულად შევცვალოთ თვითონ სტრუქტურა - გაიზარდოს ქვითრის მოცულობა, რომელსაც ტურისტი დახარჯავს ან გადაიხდის საქართველოში და გაიზარდოს დღეების რაოდენობა, რომელსაც ტურისტი გაატარებს ჩვენს ქვეყანაში“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.



დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის მიმართულებით ძალიან ბევრი ღონისძიებები ტარდება. ქვეყანამ 113 პრეს და გაცნობით ტურს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში იმყოფებოდა 638 ჟურნალისტი და 239 ტურ-ოპერატორი. ამის შედეგად, საქართველოზე სტატიები დაიბეჭდა მსოფლიოს წამყვან ბეჭდურ მედიასაშულებებში. ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ერთობლივი სტენდით კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობა მიიღო 24 საერთაშორისო ტურისტული გამოფენაში. საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, მთელი წლის მანძილზე ხორციელდება ონლაინ მარკეტინგული კამპანია 19 მიზნობრივ ქვეყანაში.


„ყველამ დავინახეთ თბილისში გიდები, რომლებსაც უჭირავთ დროშები, რომ თავისი ტურისტები არ დაკარგონ. ეს, რა თქმა უნდა იმის ნიშანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი მნიშვნელოვნად განვითარდება. 60-ზე მეტი განთავსების ახალი ობიექტი შევიდა მწყობრში, რაც არის 3 900-ზე მეტი საწოლი ადგილი.
2018-2019 წლებში კიდევ 200-ზე მეტი ახალი განთავსების ობიექტი უნდა ამოქმედდეს, რომლებიც ამ წუთებში მშენებლობის პროცესშია .ეს არის 21-ათასზე მეტი საწოლი ადგილი“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.





მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია მთის კურორტების მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, რომ მთის კურორტები გახდეს 4 სეზონიანი, რათა იქ სეზონურობაზე არ იყოს დამოკიდებული ტურისტის ჩასვლა. საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები მთის კურორტებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც ვიზიტორების ზრდაში აისახა. თუკი 2013 - 2014 წლებში ზამთრის სეზონზე საქართველოს მთის კურორტებს 98,039 ვიზიტორი სტუმრობდა, 2016 - 2017 წლებისთვის ამ მაჩვენებელმა 412,711 ვიზიტორს გადააჭარბა“ –
აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა