logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: თავისუფალი ბაზრების გახსნა 3.7 მილიონიანი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
დიმიტრი ქუმსიშვილი: თავისუფალი ბაზრების გახსნა 3.7 მილიონიანი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
12:32 20.12.2017
ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თავისუფალი ბაზრების გახსნა 3.7 მლნ მოსახლეობის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაწარმოებ პროდუქციას სულ უფრო მეტი ბაზარი ჰქონდეს. ეკონომიკა სხვა არაფერია, თუ არა მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი. 3.7 მლნ მოსახლეობის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ბაზრების გახსნა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, მთავრობა ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად მუშაობს. 2017 წელს ხელი მოეწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც 2018 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. „დღეის მდგომარეობით, ჩვენ მსოფლიოს 1/3-თან გვაქვს თავისუფალი ან პრეფერენციული ვაჭრობის შეთანხმებები, რაც პირდაპირი პოზიტივია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად“, - აღნიშნ პირველმა ვიცე პრემიერმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობაზე. როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ჩვენ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ვალდებულება გვაქვს. „თუმცა, ეს არა ვალდებულება, არამედ ძალიან დიდი სიკეთეა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს პრაქტიკულად ჩვენი ვაჭრობის პოლიტიკაა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში უნდა ავწიოთ სტანდარტები, დავნერგოთ სწორედ ის მეთოდები, რომლებიც შესაძლებობას მისცემს უკვე საქართველოში წარმოებულ პროდუქციას, დაუბრკოლებლად შევიდეს ევროპაში და დააკმაყოფილოს ევროპული სტყანდარტების მოთხოვნები“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა