logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ამოცანაა, ინვესტიციების პარალელურად რაც შეიძლება მეტი დანაზოგები გვქონდეს
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ამოცანაა, ინვესტიციების პარალელურად რაც შეიძლება მეტი დანაზოგები გვქონდეს
12:05 20.12.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კერძო დაგროვებითი საპენსიო და კაპიტალის ბაზრის რეფორმა დანაზოგების წახალისებას უწყობს ხელს.
ეს განცხადება დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
„სტრუქტურული რეფორმების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ისინი გავყოთ, ასე ვთქვათ, დანაზოგების წამახალისებელ სტრუქტურულ რეფორმებად და პროდუქტიულობის გაზრდის სტრუქტურულ რეფორმებად. ამ მიმართულებით კერძო დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა ერთმნიშვნელოვნად არის რეფორმები, რომელიც დანაზოგების წახალისებას უწყობს ხელს. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. კანონპროექტი შემუშავებულია და ატვირთულია საკანონმდებლო მაცნეს ვებგერდზე. ძალიან მალე, პრაქტიკულად, შემდეგ კვირაში, კომენტარების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის სხდომაზე უკვე განვიხილავთ კერძო დაგროვებით საპენსიო რეფორმას და შემოვალთ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით, რომ საკომიტეტო მოსმენებზე დავიწყოთ განხილვა“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ჩვენი მოსახლეობისათვის. „ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რა გვსურს მივიღოთ კაპიტალის ბაზრის რეფორმისგან, გვსურს, რა თქმა უნდა, მივიღოთ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები - როდესაც მეწარმე შეძლებს მიიღოს დაფინანსება არამხოლოდ კომერციული ბანკისგან, არამედ ღია ბაზრიდან. ის შეძლებს მოიზიდოს როგორც მისთვის საჭირო კაპიტალი, ასევე ის სასესხო საშუალებები და საჭიროებები, რომელიც მას გააჩნია. პროდუქტიულობის ნაწილში ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა