logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: მიმდინარე წლის 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
დიმიტრი ქუმსიშვილი: მიმდინარე წლის 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
11:56 20.12.2017
პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით.
ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 1,346.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამასთან, 2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 17.6%-ით (89.0 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა და 594.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეს არის დაუზუსტებელი მაჩვენებელი, ხდება მისი შედარება წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელთან, შესაბამისად, წლევანდელი მაჩვენებლების დაზუსტების შემდეგ დინამიკა პოზიტივისკენ შეიცვლება.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით არის მოლოდინი, რომ მათი ოდენობა 2017 წელს 1 მლრდ 600 მლნ დოლარს გადააჭარბებს. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების შემოტანას ქვეყანაში, ზრდის პროდუქტიულობის დონეს და პოზიტიურად აისახება ექსპორტის და დასაქმების მაჩვენებლებზე.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის რეალურ სექტორში (33.7%-ით, 62.2 მლნ. აშშ. დოლარით), მათ შორის მშენებლობის სექტორში ინვესტიციები გაიზარდა 85.6%-ით (53.6 მლნ. აშშ. დოლარი) და 116.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ენერგეტიკის სექტორში 75.5%-ით (31.1 მლნ. აშშ დოლარით) და 72.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მნიშვნელოვნად, 143.1%-ით (17.7 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა სასტუმროების და რესტორნების სექტორში და 30.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
ქვეყანაში ძირითად ინვესტორ ქვეყნებს აზერბაიჯანი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო წარმოადგენენ. 2017 წლის 9 თვეში აზერბაიჯანიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 378.2 მლნ. აშშ. დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 28.1%), თურქეთიდან 259.2 მლნ. აშშ.დოლარი (ინვესტიციების 19.2%) ხოლო გაერთიანებული სამეფოდან 175.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა (13.0%) შეადგინა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა პირველ 3 კვარტალში რეინვესტირების გაზრდილ მაჩვენებლებზე. მისი ინფორმაციით, 2016 წელს, პირველ 3 კვარტალში 318 მლნ დოლარის რეინვესტირება განხორციელდა, 2017 წელს კი 591.5 მლნ, რაც 85%-იან ზრდას შეადგენს. „რა თქმა უნდა, ეს იმ გადაწყვეტილებების შედეგია, რომელიც პარლამენტმა მთავრობასთან ერთად მიიღო, როდესაც მოგების გადასახადის რეფორმა გაატარა და ამით კომპანიები წაახალისა ბიზნესში რეინვესტირების განხორციელებისთვის“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა