logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზურაბ პატარაძემ ციტრუსის საწარმოები დაათვალიერა
ზურაბ პატარაძემ ციტრუსის საწარმოები დაათვალიერა
11:02 20.12.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ავთანდილ მესხიძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად დაბა ჩაქვში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმო მოინახულა და ციტრუსის ჩაბარების და გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნო.
ზურაბ პატარაძის თქმით, ციტრუსის სეზონი დასასრულს უახლოვდება. შეუფერხებლად მიმდინარეობს როგორც სტანდარტული, ისე არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების პროცესი. დღეის მდგომარეობით, რეგიონიდან უკვე ექსპორტირებულია 16 300 ტონა სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, უკვე მიღებული და გადამუშავებულია 4 700 ტონა.
ჩაქვის ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიმდინარე წელს გეგმავს 700 ტონამდე ციტრუსის ნაყოფის მიღებას. დღეის მდგომარეობით, 440 ტონამდე ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია.


ზურაბ პატარაძემ მინისტრთან ერთად ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები, ,,TCF GEORGIA’’ და არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა ,,Georgian industrial Asset Management Group’’ დაათვალიერეს.


,,TCF GEORGIA’’ მიმდინარე წელს გეგმავს 1000 ტონამდე ციტრუსის მიღებას. საწარმომ უკვე 300 ტონა ციტრუსის ექსპორტირება მოახდინა რუსეთისა და პოლონეთის მიმართულებით. საწარმო ასევე, სეზონზე მიიღებს და გადაამუშავებს 4000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს, რომლისგანაც დაამზადებს კონცენტრირებულ წვენს. ციტრუსისგან დამზადებული წვენი მოხმარდება როგორც ადგილობრივ ბაზრებს, ასევე ექსპორტირებული იქნება რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. რაც შეეხება ,,Georgian industrial Asset Management Group’’-ს, იგი შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი, რომლისგანაც დამზადებული წვენი ექსპორტირებული იქნება აზიისა და ევროპის ქვეყნებში.


საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით მიმდინარე წლის სეზონზე მოქმედებს 30–მდე ციტრუსის მიმღებ შემფუთავი საწარმო, სადაც ხდება ევროპული სტანდარტების შეფუთვა და ექსპორტირება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა