logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 დიმიტრი ქუმსიშვილი დეპუტატებს ეკონომიკის სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს აცნობს
დიმიტრი ქუმსიშვილი დეპუტატებს ეკონომიკის სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს აცნობს
10:35 20.12.2017
მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას დღეს საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში მოუსმენენ. ამ წუთებში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საპარლამენტო კომიტეტების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ საკუთარ ხედვას წარუდგენს.
რეფორმის მთავარი მიზანს მაღალი ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
„საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, 2016 წლიდან ჩვენ დავიწყეთ რეფორმების განხორციელება, რომლებიც საზოგადოებაში ცნობილია როგორც „4 პუნქტიანი გეგმა - ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვისთვის“. აღნიშნული სამოქმედო პროგრამა მოიცავს როგორც მოკლევადიან, ისე საშუალო და გრძელვადიან რეფორმებს, რომელთაც ჩვენ 2017–2020 წლამდე განვახორციელებთ. ამ გეგმის სისტემური და რაციონალური განხორციელება გაგვიხსნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს - საქართველოს სწრაფი და შეუქცევადი განვითარების გზაზე დააყენებს“,-განაცხადა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მთავრობის ნდობის გამოცხადების საფუძველი განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები გახდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდა. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გაერთიანება მექანიკურად არ მომხდარა. „მას უძღოდა სერიოზული მსჯელობა და ანალიზი, როგორ გაგვეხადა უფრო მეტად ეფექტიანი და მოქნილი ამ უწყებებში შემავალი დარგების მენეჯმენტი, კერძო სექტორისთვის კი კიდევ უფრო გაგვეიოლებინა კომუნიკაცია საჯარო სექტორთან, მაქსიმალურად შეგვემცირებინა ბიუროკრატიული ბარიერები ისე, რომ ყველას - ბიზნესისა და საზოგადოების ინტერესები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული“,-აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ხუთი კომიტეტის: - აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები პრემიერ-მინისტრის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის და ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დასახელებულ პირებს ხვდებიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა