ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების
წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტთა ჯგუფიესტუმრა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ უმასპინძლა.
10 წარმატებული ახალგაზრდა მსოფლიოს რვა ქვეყნიდან, მათ შორის - აშშ-დან, ავსტრიიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან, საქართველოს, როგორცევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლსა და გეოპოლიტიკურ პოტენციალს ეცნობა.
,,ჩვენთვის დიდი პატივია ტექნოპარკში სტუმრობა. განსაკუთრებით საინტერესოა მთავრობის ინიციატივები მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით.საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონია, ბაზარი პატარაა და სწორედ ამიტომ, როდესაც იწყებთ ახალი პროექტის განხორციელებას, უნდა იფიქროთგლობალურად. ნამდვილად დასაფასებელი და აღსანიშნავია თქვენი წარმატებული მაგალითები. იმედი მაქვს, თბილისის ტექნოპარკი გააგრძელებს აღებულგეზს და ამ სივრცეში ბევრი ახალი სტარტაპი დაიბადება, ახალგაზრდების მოზიდვითა და მათი ნათელი იდეების განსახორციელებლად. იმედი მაქვს, კიდევბევრ წარმატებულ ისტორიას შექმნით და საქართველო გახდება ცენტრი, რომელიც მოიზიდავს ახალგაზრდებს მთელი რეგიონის მასშტაბით” - აღნიშნაშეხვედრაზე ASIA LEADERSHIP-ის პრეზიდენტმა სამუელ ჰუნგსო კიმმა.
ახალგაზრდა ლიდერები, ძირითადად, ჰარვარდის კენედის სკოლიდან, სტენფორდის უნივერსიტეტიდან და ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიისსკოლიდან არიან. სტუმრებს შორის იყო ქართველი სტუდენტიც რომელიც ამჟამად ტაფტის უნივერსიტეტში სწავლობს. გიორგი ზვიადაძემ შეხვედრისმონაწილეებს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნის ისტორია გააცნო და სამომავლო თანამშრომლობისპერსპექტივებზე ესაუბრა.
ტექნოპარკში საინფორმაციო ტურის შემდეგ სტუდენტები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიმდინარე პროექტებს გაეცნენ და დეტალურიინფორმაცია მიიღეს ფაბლაბის შესახებ.

















