logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობა გააცნეს
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობა გააცნეს
13:10 16.12.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსსა და ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მიხეილ ჯანელიძემ და მამუკა ხაზარაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას და ანაკლიის ეკონომიკური ზონის შესაძლებლობებსა და პროგრესზე ისაუბრეს.



საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის რეგიონულ მნიშვნელობას, საქართველოს, როგორც ევროპა- აზიის დამაკავშირებელი ხიდისა და ლოგისტიკური ჰაბის როლზე.



მინისტრის განცხადებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სრულიად ახალ იმპულსს შესძენს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელს რეგიონს. „საქართველოს მთავრობა აგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისათვის, რომ საქართველო რეგიონში გადაიქცეს რეალურ ლოგისტიკურ ჰაბად. ანაკლიის პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონში. უკვე არსებულ სატრანზიტო ინფრასტრუქტურასთან ერთად დამატებით შესაძლებლობებს ვაჩენთ იმ დამატებითი ტვირთბრუნვისთვის, რომელიც მომავალ წლებში გაჩნდება ამ დერეფანში. ჩვენ გვინდა, რომ დერეფნის განვითარების პროცესში მაქსიმალურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო კომპანიები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.



მინისტრის თქმით აღნიშნული დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება ბოლო წლების განმავლობაში ევროპასა და აზიას შორის მზარდი ტვირთბრუნვის ფონზე. ამ კონტექსტში მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობას და ჩართულობას ახალი სატრანზიტო მარშრუტების განვითარების საქმეში, მინისტრმა განსაკუთრებით გამოჰყო ლაპის ლაზული, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფანი და სხვები.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა საქართველოში წარმატებით გატარებული ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების შედეგად ქვეყანას გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ბიზნეს გარემო. მინისტრის განცხადებით საქართველო წარმოადგენს სანდო პარტნიორს და ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყანას.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში იწყება. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება ანაკლიაში 2021 წელს იგეგმება. ამავდროულად, ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის განვითარება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და განვითარება 9 ფაზას მოიცავს, პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა