გიორგი გაჩეჩილაძის სიძის კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ ტენდერიდან, სავარაუდოდ, გოგი თოფაძის შვილის,
ირაკლი თოფაძის კომპანიის, „ჰიუნდაი ავტოს“ სასარგებლოდ მოიხსნა.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
როგორც დავების საბჭოს წევრი მამუკა ტუსკაძე აცხადებს, ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მეოთხე ადგილზე გავიდა.
„ტენდერი სინამდვილეში მოიგო „ჰიუნდაი ავტომ“. მისი მფლობელია, რაც შეგიძლიათ საჯარო რეესტრის მონაცემებშიც ნახოთ, ირაკლი თოფაძე. ის გოგი თოფაძის შვილია. ხეჩიკაშვილის კომპანიაც მონაწილეობდა ამ ტენდერში, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა და მისი დოკუმენტები არც განუხილავთ. ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო მართალია, იმიტომ რომ არც განუხილავთ ამ კომპანიის დოკუმენტები. შედეგად „ჰიუნდაი ავტო“ სხვა ფლანგზე იბრძვის და ამ დროს, იმის გამო რომ თოფაძის კომპანიამ სადღაც მოიგო ტენდერი ბავშვობის მეგობრები პრემიერ-მინისტრი და გიორგი გაჩეჩილაძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს“- განაცხადა ტუსკაძემ.
შეგახსენებთ, რომ როგორც ცნობილია, საქმე უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერს სასაწრაფო მანქანების შესყიდვასთან დაკავშირებით.

















