logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მდგომარეობა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე
მდგომარეობა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე
15:33 14.12.2017
ზამთრის ტურისტულ სეზონზე სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების სიმრავლეს ელოდებიან. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით კურორტები დამსვენებლების მისაღებად სრულმ ზადყოფნაშია -სასტუმროების უმეტესობა კი უკვე წინასწარ დაჯავშნილია.
„საქართველოს ზამთრის კურორტებისადმი ინტერესის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს მთავრობის აქტიურმა ნაბიჯებმა, რომლის შედეგად ბოლოწლების განმავლობაში ოთხივე კურორტზე (გუდაური, გოდერძი, ბაკურიანი და მესტია) სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა - აშენდა საბაგიროები, სასტუმროები, კოტეჯები, მოეწყო სათხილამურო ტრასები, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანებისსისტემები, დაიგო გზები, მოწესრიგდა სანიაღვრე და წყალმომარაგებისა სისტემები და ა.შ.
დღეს საქართველოს ზამთრის კურორტებზე დამსვენებლებისთვის უკვე შესანიშნავი პირობებია შექმნილი და ეს პროცესი გრძელდება“-აცხადებენ სამინისტროში.
სამინისტროს ცნობითვე, მაგალითად, გუდაურში დამსვენებლებს 14 საბაგირო ყოველდღიურად, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ემსახურება და საათში 11000 ვიზიტორი გადაჰყავს. კურორტზე ჭარბობს მსოფლიოში წამყვანი ავსტრიული კომპანიის “დოპელმაიერის” (Doppelmayr) საბაგიროები. ქვედა საბაგირო ზღვის დონიდან 1993 მეტრზე, ზედა საბაგირო კი – 3276 მეტრზე მდებარეობს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი 7 კილომეტრია.
„გუდაურის ფერდობები ამოუწურავ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა კატეგორიის მოთხილამურეს: ფუნქციონირებს ოთხი სხვადასხვა სირთულის, 20 სასრიალო გზა, რომელთა საერთო სიგრძე 70 კილომეტრს შეადგენს. კურორტზე არსებული სათხილამურო ფერდები იდეალურად ითვლება თავისუფალი სტილით სრიალის (Freeride)მოყვარულთათვის, სადაც თოვლის საფარი საშუალოდ 1-2 მეტრს აღწევს. კურორტის ერთ-ერთ ძირითად უპირატესობაა Heliski. სამთო-სათხილამურო აქტივობის აღნიშნული სახეობა გუდაურში დაშვებულია, რაც კურორტის მიმართ საერთო ინტერესს საგრძნობლად ზრდის. 2018 წელს გუდაურში დასრულდება 60 ნომრიანი სასტუმროს (Best Western Plus ) მშენებლობა, ხოლო 2019 წელს ექსპლუატაციაში შევა 240 საწოლი ადგილის მქონე სასტუმრო Radisson Blu Gudauri“-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილს, აქ სექონი უკვე ოფიციალურად გაიხსნა.
სამინისტროს ცნობით, გოდერძი ზამთარში მომხარებელს სთავაზობს ორ მცირე ზომის საბაგირო ხაზს, ასევე, 8 ადგილიან გონდოლასა და 6 ადგილიან სავარძელს. კურორტზე სასრიალო გზების საერთო სიგრძე 8 კილომეტრს შეადგენს. ფუნქციონირებს 35 ადგილიანი სასტუმრო "მეტეო" და 70 ადგილზე გათვლილი 6 კოტეჯი. 2018 წელს გოდერძის კურორტზე ორი სასტუმრო - Ramada Resorts და Metro Sky Tower შევა ექსპლუატაციაში, რომლებსაც ერთდროულად 500-მდე ადამიანის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

„ბაკურიანი კი ოთხსეზონური, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საკურორტო დასახლებაა. კოხტის, მიტარბისა და დიდველის სასრიალო გზების საერთო სიგრძე 27 კმ.-ს შეადგენს. ბაკურიანში 23 სხვადასხვა სირთულის გზა, 8 საბაგირო და ერთი ფუნიკულიორი ფუნქციონირებს ყველა ტიპის მოთხილამურეთათვის - დამწყებიდან ვეტერანამდე. ფერდობების 11%-ს გააჩნია ხელოვნური თოვლით უზრუნველყოფა, რაც კურორტის სასრიალო გზების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას განაპირობებს. 2018 წელს ბაკურიანში დასრულდება რამდენიმე მშენებარე სასტუმრო, რომელთა საწოლი ადგილების საერთო რაოდენობა 600-ზე მეტია“-ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ცნობაში.
რაც შეეხება თეთნულდის სათხილამურო გზას, ის ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი და ციცაბოა, რომელიც ყველა დონის მოთხილამურისთვის არის გათვლილი. სათხილამურო გზების საერთო სიგრძე 30 კილომეტრია. კურორტზე დამონტაჟებულია 5 საბაგირო. ზამთრის აქტივობებია თხილამურებით სრიალი, თავისუფალი სრიალი, ჰელისკი, სნოუბორდი, სკიტური, პარაპლანით ფრენა, საცხენოსნო ტურები და სხვა.
ჰაწვალი კი, მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ეს სამთო-სათხილამურო კურორტია და დამსვენებელს 5 სათხილამურო გზას სთავაზობს, რომელთა საერთოსიგრძე 7 კილომეტრს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ კურორტზე მოქმედებს „ლეიტნერის“ (Leithner) და „დოპელმაიერის“ (Doppelmayr) მიერ დამონტაჟებული საბაგირო. ჰაწვალზე სათხილამურო გზები იდეალურია არა მხოლოდ მოყვარული მოსრიალეებისათვის, არამედ სპორტული შეჯიბრებებისთვისაც. ხანგრძლივი თოვლის საფარი ზამთრის სპორტის სახეობების მაქსიმალური განვითარებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მესტიაში სასტუმროების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს - 208 წელს არსებულ ინფრასტრუქტურას კიდევ რამდენიმე ობიექტი დაემატება, რომელთა საწოლი ადგილებისსაერთო რაოდენობა 200-ზე მეტია.

ტრასები და საბაგიროები საქართველოს სამთო კურორტებზე:

ბაკურიანი - ტრასები და საბაგიროები

დიდველი
საბაგიროს რაოდენობა – 3 (1 გონდოლა, 1 სკამებიანი, 1 საჩოჩიალო, ე.წ „ბიგელი“) და 1 ფუნიკულიორი
სასრიალო ტრასის რაოდენობა – 8
სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე – 14 კმ (15% ხელოვნური გათოვლიანებით)
სასრიალო ტრასის ტიპი – ლურჯი – საშუალო (intermediate) – 3 სასრიალო გზა
წითელი – გამოცდილი (advanced) – 3 სასრიალო გზა
შავი – პროფესიონალი (expert) – 2 სასრიალო გზა

კოხტა
საბაგიროს რაოდენობა - 1 (შუალედური სადგურით, სკამებიანი)
სასრიალო ტრასის რაოდენობა - 4
სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე - 3.1 კმ
სასრიალო ტრასის ტიპი - ლურჯი – საშუალო (intermediate) – 3 სასრიალო გზა
შავი – პროფესიონალი (expert) – 1 სასრიალო გზა

მიტარბი
საბაგიროს რაოდენობა - 3 (2 სკამებიანი, 1 საჩოჩიალო, ე.წ „ბიგელი“)
სასრიალო ტრასის რაოდენობა - 11
სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე – 9,6 კმ
სასრიალო ტრასის ტიპი - ლურჯი – საშუალო (intermediate) – 4 სასრიალო გზა
წითელი – გამოცდილი (advanced) – 5 სასრიალო გზა
შავი – პროფესიონალი (expert) – 2 სასრიალო გზა


გუდაური - საბაგიროები და ტრასები


საბაგიროს რაოდენობა – 14 (1 გონდოლა, 6 სკამებიანი საბაგირო, 4 საჩოჩიალო, ე.წ„ ბიგელი“ და 3 მოძრავი ხალიჩა)
სასრიალო გზის რაოდენობა – 20
სასრიალო გზის საერთო სიგრძე – 70 კმ (15% ხელოვნური თოვლით)
სასრიალო გზის ტიპი – მწვანე – დამწყები (beginner) – 5 სასრიალო გზა
ლურჯი – საშუალო (intermediate) – 9 სასრიალო გზა
წითელი – გამოცდილი (advanced) – 4 სასრიალო გზა
შავი – პროფესიონალი (expert) – 2 სასრიალო გზა


გოდერძი - საბაგიროები და ტრასები

საბაგიროს რაოდენობა – 4 (1 გონდოლა, 1 სკამებიანი, 1 საჩოჩიალო ე.წ „ბიგელი“, 1 მოძრავი ხალიჩა)
სასრიალო გზის რაოდენობა – 4
სასრიალო გზის საერთო სიგრძე – 8 კმ
სასრიალო გზის ტიპი – მწვანე - დამწყები (beginner) – 1 სასრიალო გზა
ლურჯი – საშუალო (intermediate) – 2 სასრიალო გზა
წითელი - გამოცდილი (advanced) – 1 სასრიალო გზა



მესტია - საბაგიროები და სასრიალო გზები

ჰაწვალი
საბაგიროს რაოდენობა - 4 (2 სკამებიანი, 2 საჩოჩიალო, ე.წ „ბიგელი)„
სასრიალო გზის რაოდენობა - 5
სასრიალო გზის საერთო სიგრძე - 7 კმ
სასრიალო გზის ტიპი – მწვანე - დამწყები (beginner) – 1 სასრიალო გზა
ლურჯი - საშუალო (intermediate) – 1 სასრიალო გზა
წითელი - გამოცდილი (advanced) – 1 სასრიალო გზა
შავი - პროფესიონალი (expert) – 2 სასრიალო გზა

თეთნულდი
საბაგიროს რაოდენობა – 5 (4 სკამებიანი, 1 საჩოჩიალო, ე.წ „ბიგელი“)
სასრიალო გზის რაოდენობა – 9
სასრიალო გზის საერთო სიგრძე – 30 კმ
სასრიალო გზის ტიპი – მწვანე - დამწყები (beginner) – 1 სასრიალო გზა
ლურჯი - საშუალო (intermediate) – 2 სასრიალო გზა
წითელი - გამოცდილი (advanced) – 5 სასრიალო გზა
შავი - პროფესიონალი (expert) – 1 სასრიალო გზა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მენეჯმენტში არის: გუდაურის, ბაკურიანის (დიდველი,კოხტა,მიტარბი),გოდერძისა და სვანეთის (თეთნულდი, ჰაწვალი) სათხიამურო კურორტები.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა