ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი ქვეყანაში ეკონომიკური
ზრდის ტემპის დაჩქარებას უზრუნველყოფს.ამის შესახებ ბახტაძემ საქართველოს პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, 2017-2020 წლების ფისკალური ჩარჩო, რომელზეც დაფუძნებულია 2018 წლის ბიუჯეტი, სრულად ეფუძნება მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას, მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკის განხორციელება იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, საქართველოსთვის ახალი, 3-წლიანი პროგრამის დამტკიცების საფუძველი.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის წარმატებით დასრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების დაშესაბამისად როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების განსახორციელებლად რესურსების მოზიდვის კუთხით“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმების გარდა, ფისკალური პოლიტიკის 3 ძირითად პრინციპს ითვალისწინებს: მშპ-სთან მიმართებაში მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივი შემცირება და შესაბამისად, მთავრობის დანაზოგების ზრდა, არსებული რესურსების მაქსიმალურად მიმართვა საინვესტიციო (კაპიტალური) ხარჯების დასაფინანსებლად, საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება.

















