logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 პრემიერი: სოფლის განვითარების კუთხით ევროკავშირის დახმარება საქართველოში რეფორმების სწორი მიმართულების დასტურია
პრემიერი: სოფლის განვითარების კუთხით ევროკავშირის დახმარება საქართველოში რეფორმების სწორი მიმართულების დასტურია
13:04 13.12.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის ოთხ წლიანი პროგრამა შეაფასა.
პრემიერის განცხადებით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კუთხით ევროკავშირის დახმარება საქართველოს რეფორმების სწორი მიმართულებით განვითარების დასტურია.
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარების დარგში დღეისთვის მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, რაც მთავრობის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია.
„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის წარმომადგენლებს. განსაკუთრებულად მივესალმები ფერმერებს, რომლებიც ქმნიან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის განვითარების დინამიკას.
მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვთქვა ევროკავშირის მიმართ იმ უმნიშვნელოვანესი დახმარებისათვის, რომელსაც ის უწევს ჩვენს ქვეყანას. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კუთხით ევროკავშირის დახმარება, რასაც ჩვენ აღვიქვამთ როგორც ნდობას ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ამავე დროს დასტურს, რომ რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, სწორი მიმართულებით ვითარდება.
ENPARD-ის III ფაზით გამოყოფილი 77.5 მილიონი ევრო, ჯამში კი, სამივე ფაზით მიღებული 180 მილიონი ევროს დახმარება, უდიდესი მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან სოფლის ფეხზე დაყენება და სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ.
დღეისათვის ამ დარგში მართლაც მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს და ეს არის მთავრობის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პარტნიორი ქვეყნების და კერძო სექტორის კოორდინირებული და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგი.
უნდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველო სრულიად ახალი შესაძლებლობების წინაშე დადგა და რა თქმა უნდა ეს შესაძლებლობები გულისხმობს იმ ძალიან მნიშვნელოვან გასატარებელ რეფორმებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენ ეტაპობრივად ვასრულებთ ყველა ნაკისრ ვალდებულებას და ამ პროცესში ევროკავშირი ჩვენი აქტიური მხარდამჭერია.
ჩვენი მთავრობის მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებას და საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად ჩამოყალიბებას. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, რომლებშიც გვეხმარება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა. მოგეხსენებათ, ENPARD-ი 2013 წლიდან საქართველოს აქტიური მხარდამჭერია და სწორედ მისი ხელშეწყობითა და დაფინანსებით გახდა შესაძლებელი სოფლის მეურნეობის ინსტიტუტების ეფექტიანობის გაზრდა და სოფლის მეურნეობის სექტორის რეფორმირება; სოფლად სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობა, დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რაც მოხერხდა მცირე ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებითა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით“- განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, სოფლად მაცხოვრებელ მოსახლეობასთან ერთად თანმიმდევრული ნაბიჯების წარმატებული გადადგმით სოფლად ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
„რამდენიმე კონკრეტულ მაგალითზე მინდა გავაკეთო აქცენტი: ევროკავშირის პირდაპირი დაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა 280-ზე მეტმა კოოპერატივმა მიიღო. ათასზე მეტმა კოოპერატივმა მიიღო გრანტი. 2015 წელს ევროკავშირმა დაიწყო და წარმატებით განხორციელდა სოფლის განვითარების საპილოტე პროექტები ლაგოდეხში, ბორჯომსა და ყაზბეგში. სოფლის განვითარების 120-ზე მეტი ინიციატივა დაფინანსდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, სოციალური სერვისები, ინფრასტრუქტურა და გარემოს დაცვა. ამ ინიციატივების ფარგლებში დასაქმდა 700-ზე მეტი ოჯახი და 8 ათასზე მეტმა სოფლად მცხოვრებმა გაიუმჯობესა საცხოვრებელი პირობები.
რაც შეეხება ENPARD-ის III ფაზას, შეთანხმების თანახმად, ეს თანხები მოხმარდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში დიდი ადგილი ეთმობა გარემოს დაცვის საკითხებს და გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაუმჯობესებას. ეს ეხმიანება ჩვენს ახალ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლითაც გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა ერთი სტრუქტურული ორგანიზმი იქნება.
დარწმუნებული ვარ, რომ ENPARD-ის III ფაზის დაფინანსება ისეთივე ხელშესახები შედეგების მომტანი იქნება, როგორც ეს წინა ორი ფაზით გამოყოფილი თანხების ათვისებისას მოხდა.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, პირადად ბატონ იანოშ ჰერმანს, რომელიც პირადადაა ჩართული ამ პროგრამების აქტიური და წარმატებული იმპლემენტაციის პროცესში და მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, იმ შესაძლებლობის გახსნისთვის, რომელიც საქართველომ მიიღო ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების შედეგად. ეს ხელშეკრულებები სრულიად ახალ პოტენციალს ხსნის საქართველოს სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ თანმიმდევრული ნაბიჯების წარმატებული გადადგმით, რომელსაც ვდგამთ სოფლად მაცხოვრებელ მოსახლეობასთან ერთად, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ სოფლად ცხოვრების პირობებს და კოოპერაციის მეშვეობით, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, შევძლებთ იმას რომ საქართველოს პირობებში ყველაზე სწორი პირობები ჩამოვაყალიბოთ საჭირო მასშტაბის ეკონომიკის მისაღწევად და ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად“- განაცხადა პრემიერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა