სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9563.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისიპერიოდის მაჩვენებელზე 12.9 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობითვე, აქედან, ექსპორტი 2439.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (27.0პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7124.1 მლნ. აშშ დოლარი (8.8 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 4684.3 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა.

















