ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო
არეალი ოფიციალურად გახსნა.
დამსვენებლები ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის „ნოდოს“ სათხილაურო გზით ისარგებლებენ. 2000 მეტრიან სათხილამურო ტრასას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.
კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამთო პატრული უზრუნველყოფს.
საბაგირო კი ყოველ დღე, 10:00-17:00 მდე იმუშავებს.
დიდველზე სულ ოთხი საბაგიროა: ერთი გონდოლას ტიპის, ერთი სკამებიანი (ბაბლი), ერთი ბიგელი და ფუნიკულიორი. კურორორტზე ასევე არის 14 კმ-ნი 7 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა ტიპის მოთხილამურისთვის.
დიდველზე ღამეც შესაძლებელია სრიალი, დაამონტაჟებულია მაღალტექნოლოგიური ფერადი განათებები და ე.წ. „ლედ განათებები“.

















