logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
12:34 11.12.2017

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი

ქუმსიშვილი ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ჭენ ჭძიესა და მის თანხმლებ დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება პარტნიორობაზე, რომელიც არსებობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ისეთი გლობალური ინიციატივის მასშტაბით, როგორიცაა „ერთი სარტყელი - ერთი გზა“.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის ძირითად პრინციპებს საქართველო მხარს უჭერს. მისი თქმით, საქართველო ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილია, იმ მარშრუტს კი, რომელიც გადის საქართველოზე, უკვე აქვს საერთაშორისოდ აღიარებული სახელი და ცნობილია, როგორც „შუა“ ან „ცენტრალური“ კორიდორი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში. აღინიშნა, რომ ჩინეთის განვითარების ბანკს 30 მლრდ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამოყოფილი აღნიშნული ინიციატივის მონაწილე ქვეყნებში პროექტების დასაფინანსებლად. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოში ჩინეთის განვითარების ბანკის რეგიონალური ოფისის გახსნის შესაძლებლობაზე.

აღინიშნა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა ჩინური კომპანიების, მათ შორის, საბანკო ინსტიტუტების ინტერესი საქართველოს მიმართ. ასევე განხილული იქნა ჩინეთის განვითარების ბანკის კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები და პროექტები. აგრეთვე ის მხარდაჭერა, რომელსაც აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია ჩინურ კომპანიებს საქართველოს საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის შემთხვევაში აღმოუჩენს.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობაზე ჩინურ მხარესთან ერთობლივი ეკონომიკური, ინდუსტრიული და სხვა სახის თავისუფალი ზონების შექმნის მიმართულებით და აღნიშნა, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმადაც საქართველო და ჩინეთი ხელს შეუწყობენ ჩინური საწარმოების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური ზონების მშენებლობას და თანამშრომლობას საწარმოო შესაძლებლობების სფეროში. ეკონომიკური ზონები მოიცავს ინდუსტრიულ ზონებს, ინდუსტრიულ პარკებს, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ პარკებს, ინდუსტრიული კლასტერების პარკებს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა