logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით საგანელიძე საქმიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფება
დავით საგანელიძე საქმიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფება
10:44 11.12.2017
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ამერიკის შეერთბული შტატების ბაზრისვის გათვლილი ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ქართული ღვინის პრეზენტაციის ცერემონიალი ვაშინგტონში შედგა, რომელშიც მონაწილეობა ქართული მხრიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრეძემ, პროექტის ხელმძღვანელმა ტარიელ ჩიჩუამ და ღვინის ტექნოლოგმა ლადო უზუნაშვილმა მიიღეს.

ღონისძიებას ამერიკის მხრიდან ამერიკის Silicon Valley Bank-ის ღვინის დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი რობ მაკმილანი, სუპერმარკეტების ღვინის დივიზიის ვიცე-პრეზიდენტი ჯიმ ბლუმლინგი, სადისტრიბუციო კომპანიების მრჩეველი მარტი ვოლინსკი, ასევე, აშშ-ს ღვინის ბაზრის ექსპერტები, ღვინის მაგისტრები, დისტრიბუტორი კომპანიები, საცალო ქსელის, საფინანსო და ბიზნეს სექტორის წარმოადგენლები ესწრებოდნენ.

აშშ-ს ბაზრისთვის გათვლილი ქართული ღვინის პრეზენტაცია ვაშინგტონში „საპარტნიორო ფონდის“ ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით და ინიციატივით შედგა. პრეზენტაციაზე შეკრებილმა საპატიო სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს და შეაფასეს. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიოორო ფონდი“ ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე ეწევა, როგორც აზიის, ასევე ევროპის და ამერიკის ქვეყნებში. საქართველო აღიარებულია ღვინის სამშობლოდ და ქართული ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათია. ამერიკის ღვინის ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია და ჩვენთვის საინტერესო. ქართულ ღვინოს უდიდესი პოტენციალი აქვს. მთავარია, სწორი მიდგომა იყოს, რაც ცნობადობის ამაღლებაში გამოიხატება. კონკურენტი ძალიან ბევრი გვყავს. საქართველოს სახელწიფოს მიზანია ქართული ღვინო ისეთ კატეგორიად დამკვიდრდეს ამერიკაში, როგორიც არის მაგალითად ფრანგული, ესპანური და იტალიური ღვინოები. დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ სწორი მიდგომით ყველაფერი შესაძლებელია. კარგია, რომ კიდევ ერთი, აშშ-ს ბაზრისთვის გათვლილი ღვინო წარვუდგინეთ ამერიკელ მომხმარებელს, რომელსაც ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. მადლობა მინდა გადავუხადო „საპარტნიორო ფონდის“ ამერიკელ პარტნიორებს ღონისძიების ორგანიზების მხარდაჭერისთვის“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აშშ-ში საქმიან ვიზიტს განაგრძობს და მსხვილი კომერციული სტრუქტურებისა და საფიანასო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ხვდება.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა