ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებენ. დოკუმენტი
კანონმდებლებმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცონ.
„ქართული ოცნების“ წევრის მარიამ ჯაშის განცხადებით, კულტურისა და განათლების დარგში, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება.
„30 მილიონიანი ზრდა გვაქვს კულტურის მიმართულებით. ასევე იზრდება მნიშვნელოვნად განათლების მიმართულებით დაფინანსება და რაც მთავარია, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისთვის იქნება გამოყოფილი შესაბამისი რესურსი, რომ დეპარტამენტმა დაიწყოს ფუნქციონირება,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა მარიამ ჯაშმა.

















