logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
მამუკა ბახტაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
17:56 08.12.2017
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ფინანსთა მინისტრმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულებას, განსაკუთრებით იმ ფაქტს, რომ სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიმოხილვის დასრულებას ფორმალური სხდომის ჩატარების გარეშე დაუჭირა მხარი. მთავარი გზავნილი ამ დოკუმენტით არის ის, რომ საქართველოს მთავრობის განვითარების ოთხპუნქტიან გეგმას აქვს სრული მხარდაჭერა ფონდის მხრიდან.

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა მინისტრს გააცნო მათი ოფისის მიერ მხარდაჭერილი პროგრამები და ის მიმართულებები, რასაც საშუალოვადიან პერსპექტივაშიც გააგრძელებენ.

როგორც ფინანასთა სამინისტროში განმარტავენ, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) მხარდაჭერით „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის“ პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რომლის მიზანია, გაუმჯობესდეს სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება და სასწავლო გარემო, მიღწეულ იქნეს ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორის მიმართ.

ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ბანკის ჩართულობა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა